ჭარბი წონა და სიმსუქნე XXI საუკუნეში მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის სერიოზული პრობლემაა. ამიტომაც ადამიანები ცდილობენ, ესა თუ ის დიეტა დაიცვან. თუმცა დიეტასაც თავისი წესები აქვს - ის ადამიანზე მორგებული უნდა იყოს.
ასე მაგალითად, პოპულარულმა მომღერალმა ადელმა ცოტა ხნის წინ წონაში 22 კილო დაიკლო - ფუმფულა და საყვარელი გოგონასგან, ფაქტობრივად, არაფერია დარჩენილი. ახალი იმიჯით სოციალურ ქსელში მისმა გამოჩენამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც გაირკვა, „სირტუინის დიეტა“ დაუცავს. ამის მისაღწევად კი დიდხანს უწვალია, რადგანაც დიეტა და ვარჯიში კომბინირებულად დასჭირდა. ეს დიეტა კი მომღერლისთვის ინგლისელმა ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს, რომელიც კონცენტრირებულია სირტუინებზე, ანუ იმ პროტეინებზე, რომებლიც ორგანიზმს აჯანსაღებს.
რა არის მართლაც "სირტუინის დიეტა", ვის შეუძლია მისი დაცვა, ვინ და როდის უნდა დაიცვას საერთოდ დიეტა და ჯანსაღი კვებისთვის რა არის მთავარი - ამ საკითხებზე ექიმი-ნუტრიციოლოგი, პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი რუსუდან კვანჭახაძე გვესაუბრება.
- "სირტუინის დიეტა" დღიური კალორაჟის 1000-მდე შემცირეაბას გულისხმობს, რაც რთულია. თუ ადამიანს დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს და რომელიმე თანმხლები დაავადება, ან დაავადების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდს გადის, კალორაჟის ასე რადიკალურად შემცირება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს - შეიძლება უკიდურესობაშიც აღმოჩნდეს - მთლიანად დაკარგოს მადა და ანორექსია დაეწყოს. დიეტა, რომელზეც ვსაუბრობთ, სამი სირტუინით გამდიდრებულ მწვანე ბოსტნეულს მოიცავს - კომბოსტოს, ოხრახუშს და ბროკოლს. ეს ისეთი პროდუქტებია, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს რაციონში ყოველდღიურად ვრთავთ ხოლმე. ეს ბოსტნეული ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მუშაობას. ამასთან, გლუკოზა, რომელიც ჭარბი რაოდენობითაა სისხლში, სხვადასხვა ორგანოს მიერ რაციონალურად უნდა იყოს ათვისებული. გაგრძელება