მან წონაში დაიკლო და პრინცს დაემსგავსა, როგორ მოახერხა, რომ გარდაქმნილიყო?

მან წონაში დაიკლო და პრინცს დაემსგავსა, როგორ მოახერხა, რომ გარდაქმნილიყო?
ამერიკელმა ბიჭმა, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, წონაში დაიკლო და "დისნეის" მულტფილმის მთავარ გმირს საოცრად დაემსგავსა.
როდესაც 24 წლის იყო, დედამისი საავადმყოფოში „ცერებრალური ანევრიზმის“ დიაგნოზით გადაიყვანეს. 7 თვის განმავლობაში ამერიკელი ჯეფრი კენდალი უყურებდა, თუ როგორ ებრძოდა სიკვდილს მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი. მან გადაწყვიტა, რომ შეუძლებელი არაფერია და ცხოვრების წესის შეცვლაზე ფიქრი დაიწყო.

„ჭარბწონიანი თინეიჯერი ვიყავი, რასაც მხოლოდ მე მაბრალებდნენ. მთელი ცხოვრება პრობლემები მექმნებოდა ჩემი სხეულის გამო. მე თვითონვე არ ვიყავი დარწმუნებული არაფერში, არც საკუთარ თავში”. -
აღიარა ბიჭმა.
მან განაცხადა, რომ როდესაც დედამისმა თვალები გაახილა, ყველაფერი იმ მომენტიდან შეიცვალა. გამოეთხოვა სინანულის გრძნობასაც, რაც ძალიან დაეხმარა.
  • ჯეფრიმ გადაწყვიტა, სპორტით დაკავებულიყო და მეგობარს შეუერთდა, რომელიც განქორწინებას ძალიან განიცდიდა და ცდილობდა, დარდს ამ გზით გაქცეოდა. მეგობრები ყოველ დილით იწყებდნენ ვარჯიშს და თანდათან ზრდიდნენ დატვირთვას. გარდა ამისა, ჯეფრიმ სწრაფი ტემპით დაიწყო სიარული რიტმული მუსიკის თანხლებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოდგა.

„თანდათან შევეგუე დატვირთვას, "იუთუბზე" რამდენიმე არხიც გამოვიწერე, რომელიც იოგას ეხებოდა და გადავწყვიტე, სახლში მესწავლა.“
ჯეფრის შემთხვევაში წონის დაკლება ეტაპობრივად მოხდა. 2 წელიწადში მან 30 კილოგრამი დაიკლო. წარმატებულმა შედეგმა კი შთააგონა, რომ ონლაინდღიური ეწარმოებინა, სადაც თავის გამოცდილებაზე ისაუბრა, რომ დაეხმაროს მათ, ვინც უკვე სასოწარკვეთილია.

თუმცა, აღსანიშნავი ფაქტია, რომ გამომწერებს მისი სიგამხდრე კი არ გაუკვირდათ, არამედ ჯეფრის წარმოუდგენელი მსგავსება პრინცთან, "დისნეის" მულტფილმიდან "ლამაზმანი და ურჩხული". ფიგურა, ვარცხნილობა, სახის ოვალი - ის მართლაც იგივენაირად გარდაიქმნა, როგორც „ურჩხული“.

გულშემატკივრები ცდილობენ დაარწმუნონ ჯეფრი, თავი შამპუნების რეკლამაში გამოსცადოს.



არაერთი ისტორია არსებობს, რომელიც შთამაგონებელია. თუმცა ყველა ადამიანს სულაც არ სურს წონაში დაკლება - და ეს სავსებით ნორმალურია.

წყარო: www. cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93