აი, რატომ ვერ იკლებთ წონაში! 5 ფარული მიზეზი, რომელიც მარტივად გამოსწორებადია - Marao

აი, რატომ ვერ იკლებთ წონაში! 5 ფარული მიზეზი, რომელიც მარტივად გამოსწორებადია

2020-07-06 09:43:33+04:00


სავარაუდოდ, იცით და ბევრგან წაგიკითხავთ, რომ გასახდომად აუცილებელია სწორი ძილის რეჟიმი და პიცაზე ნაყინთან ერთად უარის თქმა, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც ვერ იკლებთ და ამავდროულად, იმატებთ წონაში.

მოტივაცია გასახდომად - 3 რეალური ...

ზედმეტი სერიოზულობით ეკიდებით დიეტებს

  • რეკომენდაციების და რჩევების ზღვაში დაკარგვა მარტივია. ყველას რჩევები რომ გაითვალისწინოთ, საბოლოოდ სტრესში ჩავარდებით. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყური დავუგდოთ ჩვენს ორგანიზმს, ვინაიდან უნივერსალური რეცეპტი გასახდომად სინამდვილეში არ არსებობს.
Happy Dessert Sticker for iOS & Android | GIPHY

გეშინიათ შეცდომის დაშვების

  • ეს პუნქტი წინა პუნქტიდან გამომდინარეობს. როცა ახალ კვების რეჟიმზე გადადიხართ, გეშინიათ რაიმე ისეთის მირთმევა, რაც ვეღარ გაიგეთ, შეიძლება თუ არა, თუმცა შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ იმ პირობით, თუკი შემდეგ სწორ კვებას დაუბრუნდებით. ამასთანავე, ნახავთ თქვენი ორგანიზმის რეაქციას ახალ პროდუქტებზე, რაც შემდეგში შეცდომის დაშვებას თავიდან აგაცილებთ.
Lunch Eating Sticker by Katharine Kow for iOS & Android | GIPHY

ელოდებით ძლიერი შიმშილის გრძნობას

  • ასეთი რეკომენდაციები საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა უფრო გვავნებს, ვიდრე გვეხმარება. ძლიერი შიმშილის შეგრძნების მოლოდინში დაღლას გრძნობთ და სულერთი ხდება ყველაფერი, ხოლო როცა ნებადართულია საკვების მიღება, იმაზე მეტს მიირთმევთ, ვიდრე საჭირო იყო.
Discover & Share this Transparent GIF with everyone you know ...

აკვირდებით გამონაკლისს

  • ბევრი დიეტა საჭიროებს რაიმეზე უარის თქმას: შაქარი, გლუტეინი, რძის პროდუქტები და ა.შ. თუკი დიდ ყურადღებას მიაქცევთ იმას, თუ რა შეიძლება მიირთვათ, ხასიათი გაგიუმჯობესდებათ და ახალი პროდუქტებიც მოგეწონებათ. თუკი ყოველდღიურად ბურგერებსა და პიცას მისტირით, მაშინ დაითრგუნებით და ვერ დაიკლებთ წონაში.
food GIFs - Primo GIF - Latest Animated GIFs

წარსულის გამოცდილებას ეყრდნობით

  • თუკი 18 წლის ასაკში შეგეძლოთ საერთოდ არ მიგეღოთ საკვები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლაც იგივენაირად უნდა მოიქცეთ. დიეტები, რომლებიც მაშინ გეხმარებოდათ, დიდი ალბათობით, ახლა აღარ გამოგადგებათ. შეგიძლიათ სათითაოდ მოსინჯოთ წინა გამოცდილებიდან დიეტები და ნახოთ, რომელი ამართლებს ამჟამად და რომელი უნდა შეცვალოთ.

chibird — CUPCAKE. this is also known as cruel and unusual...

წყარო: goodhouse