თუკი ამ წესებს დაიცავთ, ერთდროულად ორ მიზანს მიაღწევთ: პირველ რიგში, საკვებისგან მეტ სიამოვნებას მიიღებთ, მეორე მხრივ კი, ისწავლით, როგორ მიირთვათ ნაკლები და დროულად ადგეთ სკამიდან.
1. გამოყავით დრო საკვების შესაფასებლად
- ყოველდღიურად ტრაპეზისთვის კონკრეტული დრო შეარჩიეთ. შეეცადეთ, კვების პროცესი 15 წუთს გრძელდებოდეს. ამ დროს უარი თქვით კითხვაზე, ტელეფონში სოციალური ქსელების სიახლეების ნახვაზე.
2. მიუჯექით მაგიდას
- თუკი მაცივართან ჭამთ ან ფეხზე დგახართ და ისე მიირთმევთ, კონცენტრირებას საკვებზე ვერ მოახერხებთ. შესაბამისად, სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ. ხოლო თუ პირდაპირ ქვაბიდან მიირთმევთ, ულუფის ზომასაც ვერ განსაზღვრავთ. ასე რომ, მიუჯექით მაგიდას, აიღეთ დანა-ჩანგალი და მშვიდად მიირთვით.
3. ისუნთქეთ
- სანამ ჭამას დაიწყებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. სუნთქვა გეხმარებათ დამშვიდებაში. ეს აუცილებელია, ვინაიდან როცა გშიათ, გგონიათ, რომ მთელ მაცივარს შეჭამთ.
4. შეიგრძენით თითოეული ლუკმა, რომელსაც მიირთმევთ
- შეაფასეთ სტრუქტურა, ფაქტურა, შეგრძნებები კვების დროს. წარმოიდგინეთ, რომ ძვირიან და მოდურ რესტორანში მიხვედით. მიირთვით ნელა და აუჩქარებლად მაშინაც კი, როცა გეჩქარებათ.
5. დაიმახსოვრეთ მეხუთე პრინციპი: იგრძენით ნაყროვანება
- ტრაპეზს შორის შესვენებები მოაწყვეთ იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ნაყროვანების დონე. საკვები არ იქნება ისეთი გემრიელი და არ მოგანიჭებთ ბედნიერებას, როგორც გაანალიზებულად კვება ნაყროვანების შეგრძნების მიღწევამდე.
6. შეეცადეთ, ნელა მიირთვათ
- გახსოვდეთ, გემოვნების რეცეპტორები ენაზე გაქვთ და არა კუჭში. გადაყლაპვა გართმევთ საშუალებას, შეიგრძნოთ საკვების რეალური გემო.
7. დროდადრო გადადეთ დანა-ჩანგალი
- და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: უკვე დავნაყრდი თუ ჯერ კიდევ არა? ეს შეანელებს ტემპს და მოგცემთ საშუალებას, დროულად შეწყვიტოთ ჭამა.
წყარო: goodhouse