კარანტინი დასრულდა და ნელ–ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით. თუმცა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად კარანტინმა მომატებული კილოგრამებიც დაგვიტოვა. მათი დაკლება კი მარტივი საქმე ნამდვილად არაა, დიეტა ხომ დამატებით სტრესთან ასოცირდება და ასეთი რთული სამი თვის შემდეგ დამატებითი სტრესი აღარავის სურს. სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს, დიეტის მაქსიმალურად მარტივი და ამავდროულად, ეფექტური ვარიანტი აირჩიოს. ბევრისთვის ასეთი "დუკანის დიეტაა". ეს არის წონაში კლების საუკეთესო ვარიანტი, რასაც დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები გვთავაზობენ.
"დუკანის დიეტის" სლოგანია: "ჭამე იმდენი, რამდენიც გინდა!" წონაში კლებისა და შენარჩუნების მთელი ეს პროცესი 4 ეტაპად იყოფა:
შეტევა მოკლე ფაზაა, რომელიც შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება. იმისათვის, რომ სწრაფად დავიკლოთ წონაში, ამ ფაზის დროს საჭიროა მივიღოთ პროდუქტები ცილების მაღალი შემცველობით.
კრუიზი მეორე ფაზაა, რომელიც გვეხმარება ჩვენი ნამდვილი წონის მიღწევაში. ამ ფაზის დროს ვანაცვლებთ სუფთა ცილისა და ცილოვან-ბოსტნეულის დღეებს.
კონსოლიდაცია, ანუ მესამე ეტაპი გვაბრუნებს დაბალანსებული კვების რეჟიმში. დიეტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მიღებულ შედეგზე, ანუ რამდენად დავიკელით წონაში პირველ 2 ფაზაში: ყოველ დაკარგულ კილოგრამზე მესამე ფაზის 10 დღე მოდის. ეს გამოსაცდელი ვადაა, რომლის მიზანიც გახლავთ წონის დაფიქსირება. დიეტის ამ ეტაპზე ნელ-ნელა ვაბრუნებთ რაციონში ჩვენთვის ჩვეულ პროდუქტებს.
სტაბილიზაცია კი დასკვნითი ფაზაა, რომელიც დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან წესებზე. ეს ეტაპი ერთდროულად მარტივიც არის და მნიშვნელოვანიც, რადგან მყარდება ის წონა, რაც დიეტის შედეგად მივიღეთ იმისათვის, რომ აღარ დაგვიბრუნდეს დაკლებული კილოგრამები.
ამცირებს ქოლესტერინს – შვრიის ქატო შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს ლიპოპროტეინებს, ანუ ცუდ ქოლესტერინს. ასევე ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას სისხლში.
ადვილად ანაყრებს – მისი მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ქატოს ბოჭკოები შთანთქავს წყალს, რაც ქმნის ნაყროვანების შეგრძნებას. ქატო შთანთქავს მის მოცულობაზე 25-ჯერ მეტ სითხეს.
ხელს უშლის შაქრის და ცხიმის შეწოვას ორგანიზმში – ქატოში შემავალი უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას; შეიწოვს ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიზმში და ასუფთავებს მას. ასევე, ხელს უშლის გლუკოზის შეწოვას ორგანიზმში.
სასარგებლოა – შვრიის ქატოს უჯრედისი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით: ომეგა 3-ითა და ომეგა 6-ით. ახდენს სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციას. შვრიის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებს თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას, აძლიერებს იმუნიტეტს. შვრიის ქატო ერთადერთი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტია შეტევის და მონაცვლეობის ფაზაში და ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს, როგორებიცაა B ჯგუფის ვიტამინები, A ვიტამინი, E ვიტამინი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია და სხვ.
თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტი. ეს განსაკუთრებით შვრიის ქატოს ეხება, დიეტაში მისი მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე. სასურველია, ის იყოს ორგანული, ყოველგვარი ზედმეტი ქიმიური დანამატის გარეშე. ქართულ ბაზარზე შეგიძლიათ შეიძინოთ Helisinki Mills-ის ბრენდის შვრიის ქატო. ეს არის ფინური, მსოფლიოს უსუფთავესი ქვეყნების სამეულში შემავალი ქვეყნის ნაწარმი. ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტის ხარისხს და შესაბამისად, მეტად სანდოა.
"ჰელსინკი მილსის" ფაფები ნარჩევი ბიონედლეულით მზადდება და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით სასურველია დიეტების დროს. ბიო, ანუ ორგანული ნიშანი გულისხმობს თავის თავში ეკოლოგიურად სუფთა ნიადაგიდან დაწყებული, ყოველგვარი შხამ-ქიმიკატისა და პესტიციდისგან თავისუფალი ნაწარმის მოყვანას დასრულებული დაფასოებამდე. "ჰელსინკი მილსის" შვრიის ქატო განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა და ის ორგანიზმის გაწმენდისა და გაჯანსაღების იდეალური საშუალებაა. ის აგროვებს კუჭ-ნაწლავში არსებულ „ნაგავს“ - ტოქსინებს, შლაკებს, ქოლესტერინს, მძიმე მეტალებს და მათ გარეთ გამოდევნის.
შვრიის ქატო იდეალურია საუზმისთვის როგორც ფაფის სახით, ასევე შერეული იოგურტთან, რძესთან ან უცხიმო ყველთან და ხაჭოსთან ერთად. ასევე გამოიყენება ბლინების, პიცის ცომის, მაფინების, ორცხობილების დასამზადებლად.
თითოეულ ამ წესსა და რეკომენდაციას თუ დაიცავთ, მართლაც მარტივად შეძლებთ ზედმეტ კილოგრამებს სამუდამოდ დაემშვიდობოთ. ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის ეს ცილოვანი დიეტა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ის ბევრ ცნობილ ადამიანს, პოლიტიკოსსა თუ შოუბიზნესის წარმომადგენელს დაეხმარა არასასურველი წონის დაკლებაში.