შეიყვარა და წონაში დაიკლო: როგორ დავემშვიდობე 15 კილოს და დავუმეგობრდი საკუთარ თავს

შეიყვარა და წონაში დაიკლო: როგორ დავემშვიდობე 15 კილოს და დავუმეგობრდი საკუთარ თავს
ზოგჯერ ადამიანი ეგუება მდგომარეობას, შესაბამისად, წონაში ვერ იკლებს, თუმცა ჩვენი დღევანდელი გმირი ნამდვილად გვარწმუნებს, რომ დანებება არ ღირს.

”26 წლის ვარ, პირად ტრენერად ვმუშაობ. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავიკელი 15 კილოგრამი და როგორ გავიცანი უკეთ საკუთარი თავი.

ჩემი ისტორია

ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა გარდატეხის ასაკში დავიწყე. გარკვეული დროით დიეტებმა ხელი შეუწყო წონაში კლებას, შემდეგ ყველაფერი თავის საწყის წერტილს დაუბრუნდა.
რამდენიმე წლის წინ ფიტნესკლუბში წავედი და ჯგუფურ პროგრამებში ჩავეწერე. გარდა ამისა, კალორიების დათვლა დავიწყე. საბოლოოდ წონაში საგრძნობლად დავიკელი.
მაგრამ ისევ იგივე მეორდებოდა და კილოგრამები მიბრუნდებოდა.

როგორ შეიცვალა ყველაფერი

ჩემი სხეულის მოსმენა ვისწავლე, როგორ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს ეს. ვისწავლე საკუთარი თავის პატივისცემა და დაფასება. დავფიქრდი ჩემს მიზნებსა და სურვილებზე, გავითვალისწინე წონის დაკლების მცდელობისას დაშვებული ძველი შეცდომებიც, რაც დამეხმარა.
და - აჰა, როგორც იქნა! ყველაფერმა მუშაობა დაიწყო, თან ტანჯვისა და სტრესის გარეშე. მაგალითად, გავაცნობიერე, რომ დიეტის დაცვის დროს ხორცის ჭარბი დოზით მიღება კარგი სულაც არაა. გავიაზრე, რომ სამაგიეროდ, უფრო მეტი ხილის და ბოსტნეულის მირთმევა შეგვიძლია. დავიწყე პროდუქტების ეტიკეტების შესწავლა, შემადგენლობის წაკითხვა, გამოდგება თუ არა პროდუქტი, საზიანოა ის ჩემთვის თუ სასარგებლო.

რასაც ახლა მივირთმევ:

  1. საუზმე: ცილოვანი კოქტეილი, შვრია.
  2. სადილი: ლობიო, ბოსტნეულის სალათით.
  3. ვახშამი: ხორცი ან თევზი, ბოსტნეულით ან მაკარონით.
  4. შემდეგ: ყველი, კაკალი, იოგურტი.

ჩემი ვარჯიშები

დილაობით 40-50 წუთის განმავლობაში სიარული მიყვარს. საღამოს უფრო ვუმატებ ტემპს. ეს ყველაფერი ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული: ვცდილობ, ჩემს სხეულს მოვუსმინო და გავაკეთო ის, რაც მისთვის უკეთესია.

რა დამეხმარა

რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლე, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა ვიყო. შევწყვიტე წუხილი გარკვეული ნაკლოვანებების გამო. მე ჩემს შესაძლებლობებს საგრძნობლად ვზღუდავდი. ახლა უკეთ მესმის ის, თუ რისი შესაძლებლობაც მაქვს.
გარდა ამისა, დავივიწყე მითითება: „სამ თვეში ამდენ კილოგრამს დაიკლებ, თორემ ...“ და ყველაფერი იმ წუთიდან გაცილებით მარტივი გახდა!
დაბოლოს, წყლის დალევა ვისწავლე, როცა წყურვილს ადრე ფაქტობრივად ვერ ვგრძნობდი. ამან ჩემზე კარგად იმოქმედა. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოუსმინოთ თქვენს ორგანიზმს და შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, შემდეგ კი ამას თქვენი გაუმჯობესება მოჰყვება."


წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93