დღეს 20 წლის ტორი უაიტი ძალიან ლამაზი გოგონაა და საკმაოდ პოპულარული სოციალურ ქსელში. არადა, წლების წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა.
მოზარდობის წლებში უკვე ატარებდა ძალიან დიდი ზომის ტანსაცმელს და ჩვეულებრივი სიარულის დროსაც კი პრობლემები ჰქონდა. ადრეული ასაკიდან იტანჯებოდა სიმსუქნით და მუდმივად განიცდიდა გარშემო მყოფთა დაცინვებს და კრიტიკას.
"არასდროს მიგრძვნია თავი საზოგადოების ნაწილად. ჩემ გარშემო გოგოები სულ ბიჭებსა და ტანსაცმელზე ლაპარაკობდნენ. მე ფიქრადაც ვერ ვუშვებდი მსგავს რამეს", - იხსენებს ტორი.
დაიკლო, რომ სილამაზის კონკურსში მიეღო მონაწილეობა - ახლა სუპერპოპულარულია" />
დიდხანს მიაჩნდა თავი უიღბლოდ და უბედურად. თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, ეცადა და შეცვლილიყო.
მკვეთრად შეამცირა საყვარელი კერძების დოზები, უფრო ცოტ-ცოტას მიირთმევდა, ბევრს მოძრაობდა, ვარჯიშობდა - სპორტული დარბაზის მუდმივი სტუმარი გახდა.
2 წელიწადში მოახერხა რამდენიმე ათეული კილოგრამის დაკლება. ახლა პატარა ზომის ტანსაცმელს ატარებს და ამაყობს თავისი ნებისყოფით. გაგრძელება + ფოტო