ჩიის მარცვლებისგან დამზადებული 3 სასმელი, რომლებიც წონას დაგაკლებინებთ

ჩიის მარცვლებისგან დამზადებული 3 სასმელი, რომლებიც წონას დაგაკლებინებთ
ამ ბოლო პერიოდში დიეტათა რაციონში ჩიის მარცვლები გამოჩნდა. როგორც ენდოკრინოლოგები ამბობენ, ჩია, სასარგებლოს გარდა, საუკეთესო პროდუქტია წონის დასაკლებად. ის მადას აქვეითებს და ანაყრებს ადამიანს. ჩიას მშრალად ვერ შეჭამ, ის მცენარის ნაწილია. ამიტომ გემოს მისაცემად კოქტეილებსა და სმუზებს უმატებენ ხოლმე.

ნახეთ ჩიის მარცვლებისგან დამზადებული 3 სასმელი, რომლებიც წონას გემრიელად დაგაკლებინებთ.

ჩიის სმუზი


ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1 ჭიქა შავი მოცხარი
  • 2 სუფრის კოვზი ჩიის მარცვლები
  • 1 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 1 ჭიქა რძე

მომზადების წესი:

დაჭერით
ბანანი, შემდეგ ბანანი და შავი მოცხარი მოათავსეთ ბლენდერში და დაბლენდერეთ. დაუმატეთ იოგურტი, რძე, ჩია და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. გადმოასხით ჭიქაში, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.

ჩიის მარცვლების ცივი ჩაი


ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი ჩიის მარცვლები
  • 1 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
  • ¼ სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • ლაიმის ნაჭერი
  • ყინულის კუბები

მომზადების წესი:
დაალბეთ ჩიის თესლი წყალში, წამოადუღეთ ქვაბში წყალი და როდესაც დუღილს დაიწყებს, გამორთეთ, შემდეგ კი მაცივარში გააცივეთ 2 წუთი. წყალს დაუმატეთ მწვანე ჩაი, არ დატოვოთ ჩაის ფოთლები შიგნით და 5 წუთში გადმოწურეთ მიღებული ნაყენი. კიდევ გააცივეთ წყალი 5 წუთი საყინულეში, დაუმატეთ ლაიმის წვენი, ყავისფერი შაქარი, ჩიის მარცვლები, ყინულის კუბები და ლაიმის ნაჭერი. საბოლოოდ შეგიძლიათ დაიცადოთ 2 წუთი, ყინული გადნეს. ახლა დროა, დატკბეთ ზაფხულის ჰაეროვანი სასმლით.

ჩიის და მარწყვის შეიკი


ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა დაჭრილი მარწყვი
  • 2/3 ჭიქა იოგურტი
  • 3 სუფრის კოვზი ჩიის თესლები, დამბალ მდგომარეობაში
  • 1 სუფრის კოვზი კაკაოს პუდრი
  • ცოტა ნუში
  • ნახევარი ბანანი ან სურვილის შემთხვევაში სხვა ხილი

მომზადების წესი:
მოათავსეთ კაკაო, იოგურტი და მარწყვი ბლენდერში, შემდეგ დაუმატეთ ჩია, ნუში, ბანანი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. გააცივეთ მიღებული მასა და დალევამდე ლამაზად ხილით გააფორმეთ. შეგიძლიათ გაყინოთ, 5-10 წუთი და როგორც ნაყინი, ისე მიირთვათ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93