90-იანი წლების პოპ-მუსიკის ცნობილმა შემსრულებელმა კრისტინა აგილერამ 40 ფუნტი, ანუ 18.5 კილო დაიკლო. ჰოლივუდი მის საიდუმლო დიეტაზე მალევე ალაპარაკდა, მსახიობმა კი გაამხილა, რომ ამ შედეგს სულ რაღაც 3 თვეში მიაღწია. საინტერესოა, როგორ დაიკლო მსახიობმა 18 კილო სულ რაღაც 3 თვეში?
როდესაც აგილერა საზოგადოებას უკვე სხვა ადამიანის სხეულით მოევლინა, კრიტიკოსები ალაპარაკდნენ, თუ რატომ მოიმატა მსახიობმა, მიზეზები კი მალევე გახდა ცნობილი. 2008 წელს კრისტინამ ბიჭი გააჩინა, ორსულობისას კი მსახიობს ფორმები შეეცვალა. შემდეგ ქმარს გაშორდა და გულგატეხილმა აგილერამ კიდევ მოიმატა კილოგრამები. ამას კარიერაში პატარა პრობლემები დაემატა და საბოლოო შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა.
გთავაზობთ კრისტინა აგილერას ცნობილ დიეტას:
კალორიების დიეტა:
საუზმე: ბეკონი, შავი მოცხარი და ავოკადო
ლანჩი: ქათმის სალათა ტოფუთი, ისპანახი, წიწაკა, მწვანე ლობიო, სტაფილო და ლობიოს მარცვლები.
სადილი: ქათამი/თევზი/მუხუდო ბრინჯით, კიტრი, პომიდორი, ნიორი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო და ბადრიჯანი.
ხემსი: ნიახურისა და არაქისის კარაქის დაბლენდერებული კოქტეილი.
ცისარტყელის დიეტა:
თეთრი დღე - ყველა საკვები უნდა იყოს თეთრი. მაგალითად, შეგიძლიათ მიირთვათ ბანანი, კვერცხი, ქოქოსი, თეთრი შეფერილობის ყველა თევზი, ნიორი და სხვა.
წითელი დღე - ამ დღეს კრისტინა მიირთმევდა მხოლოდ წითელი შეფერილობის საკვებს, მაგალითად, ალუბალს, მარწყვს, წითელ ყურძენს, პომიდორს, ჭარხალს, ბოლოკს, წითელ წიწაკას და სხვას.
მწვანე დღე - ამ დღეს მხოლოდ მწვანე ფერის საკვებია ნებადართული. მაგალითად, კივი, კიტრი, ისპანახი, მწვანილის ყველა სახეობა, კომბოსტო, სალათის ფურცლები, ბრიუსელის კომბოსტო და სხვა.
ნარინჯისფერი დღე- აგილერა მხოლოდ ნარინჯისფერ საკვებს მიირთმევდა, მაგალითად: გოგრა, სტაფილო, პაპაია, ორაგული და სხვა.
იასამნისფერი დღე - მოცვი, მოცხარი, ბადრიჯანი, იასამნისფერი კომბოსტო, შავი ყურძენი, შავი ქლიავი.
ყვითელი დღე - ამ დღეს ნებადართულია ლიმონი, სიმინდი, ყველი, კვერცხის გული, თაფლი და სხვა.
დიეტის პარალელურად, პოპ-არსკვლავი იცავდა გარკვეულ წესებს:
- მან აკრძალა ყველანაირი ტკბილეული და შაქარი
- დადიოდა 3 მილს დღეში და აქტიურად ვარჯიშობდა
- იცავდა დიეტის წესებს
- არ იღებდა ალკოჰოლს
- არაჯანსაღი საკვები გააქრო დღის რაციონიდან
- სვამდა 2 ლიტრ წყალს დღის განმავლობაში
წყარო: stylecraze.com