მოდიეტე ადამიანებმა უკვე კარგად იციან, რომ ლიმონი და ანანასი ცხიმების დასაწვავად საოცარი პროდუქტებია. ალბათ, ყველას გაგისინჯავთ ლიმონიანი წყალი და მის ჯადოსნურ თვისებებზეც გსმენიათ. ახლა დროა, დიეტაზე მყოფი ხალხისთვის მეორე საჭირო პროდუქტი, ანანასი შევისწავლოთ.
ნახეთ, რატომ უნდა მიირთვათ და რაში დაგეხმარებათ ანანასი დიეტის დროს.
ანანასი დაბალკალორიულია
როგორც უკვე აღვნიშნე, ანანასი დიეტის დროს სასურველი პროდუქტია, რადგან მისი კალორაჟი საკმაოდ მცირეა და ორგანიზმი ამ კალორიებს ნუტრიციული თვალსაზრისით სხვადასხვა ადგილას ანაწილებს, რაც წონის სტაბილურობის გარანტიაა. ერთ ნაჭერ ანანასს (84 გ) საშუალოდ 42 კილო/კალორია აქვს, რაც ნამდვილად იდეალურია წონაში დასაკლებად.
შეიცავს პროტეოლიზურ ფერმენტებს
ბრომელაინი ანანასში შემავალი ის ერთ-ერთი ფერმენტია, რომელსაც პროტეოლიზური ფერმენტების ჯგუფს მიაკუთვნებენ. ეს ფერმენტები ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ორგანიზმში და ამცირებს ჭარბი პროტეინების არსებობას სხეულში. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანანასი მიღებისთანავე ორგანიზმს წმენდს და ყველანაირ ანთებით პროცესს არეგულირებს.
ეხმარება ორგანიზმს მონელებაში
წონის კლებისთვის პირველი აუცილებელი პირობა კარგი მეტაბოლიზმი და საჭმლის მომნელებელი სისტემაა, ანანასი კი ის პროდუქტია, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ანანასი მიღებიდან რამდენიმე საათში ორგანიზმს ეხმარება, მასში არსებული მავნე და არასასურველი ნივთიერებები გარეთ გამოდევნოს და თავისთავად, არეგულირებს კუჭის მოქმედებასაც.
დანაყრების შეგრძნება
ანანასის მორიგი ჯადოსნური თვისება დანაყრების შეგრძნების შექმნაა და ორი სახის ბოჭკოს შეიცავს. საშუალოდ 165 გრამ ანანასში 2.3 გრამი ის ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმს ანაყრებს და საკვების ჩანაცვლებაში ეხმარება.
სასარგებლო მინერალები
ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანანასი ბევრ მანგანუმს შეიცავს, რაც მუცლის ცხიმის შემცირებასა და მეტაბოლიზმის დარეგულირებაში მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მიირთვით ანანასის წვენი ან დააგემოვნეთ ანანასი და დიეტით კმაყოფილები ამაყად შეხვდით ზაფხულს.
გაფრთხილება: ანანასმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამიტომ მიღებამდე ჩაიტარეთ ტესტი ან ეჩვენეთ ექიმს.
წყარო: stylecraze.com