არის თუ არა სელის ზეთი წონაში დაკლებისთვის კარგი- მსგავსი წინადადებით საძიებო სისტემა 600 ათასზე მეტ ბმულს გთავაზობთ.
სელის ზეთს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას უწოდებემ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.
მისი მიღების ათასგვარი გზა არსებობს, იგულისხმება ფიტნეს დიეტასთან ერთად დანამატის სახითაც.
საინტერესოა, მითია ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, თუ სიმართლე?
ამასთან დაკავშირებით კითხვა დიეტოლოგ, ნატალია სემოილენკოს დავუსვით.
”სამწუხაროდ, წონაში დაკლება არ შეგიძლიათ, თუ მას ცალკე აიღებთ. მაგრამ ყოვლისმომცველ პროგრამაში, სელის ზეთის გამოყენება ძალიან კარგია და შესანიშნავი შედეგი აქვს. სელის ზეთი კარგად ეხამება საკვებს, სასურველია დაამატოთ დილით- ფაფაში, ან სალათში, რომლის მირთმევასაც ასევე დილით აპირებთ.
ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ სელის თესლის ზეთი და თავად თესლი საკვებს დაამატოთ. ეს ზეთი ომეგა3-ს შეიცავს და ჩემპიონია.
ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის, რადგან ფიტოესტროგენებით არის მდიდარი.
თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სელის ზეთის ცალკე გამოყენება დიეტის გარეშე არ იმუშავებს. საჭიროა, რომ არჩეული გქონდეთ დიეტა, რომელიც ეფექტურია. ის კი დამხმარე საშუალება იქნება ”- განმარტავს ნატალია. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს, ვარჯიშსაც მიამატებთ.
გახსოვდეთ, არ შეიძლება სელის ზეთის თერმულად დამუშავება! და აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
წყარო: elle.ru