თუკი გადაწყვიტეთ დიეტის დაცვა, ძირითადი აკრძალვა მთელ დღეზე ასე გამოიყურება: შეამცირეთ საკვების მოცულობა. წახემსება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩაის საშუალებით. დიეტოლოგი და ჩაის ექსპერტი ლილი სოუტერი გვირჩევს ამ უნიკალური სასმლის ხშირად გამოყენებას. სინამდვილეში, როგორ გვეხმარება წონის კორექციაში ჩაი?
მწვანე ჩაი - გასახდომი საშუალება
- მწვანე ჩაი ჯანმრთელობისთვის აღიარებულია მთავარ ინგრედიენტად მის შემცველობაში დიდი რაოდენობით პოლიფენოლების გამო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ კატეხინები მოქმედებს კოფეინთან ერთად, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და შედეგად წვავს ცხიმოვან უჯრედებს. მწვანე ჩაის ფოთლები, შავისგან განსხვავებით, არ ექვემდებარება ამჟავებას. ამიტომ მათში მეტი სარგებელი და ნაკლები რაოდენობის კოფეინია. ამჟავების პროცესის გამო, ფლავონოიდების ძლიერი ანტიოქსიდანტური საშუალებების ხარჯზე შავ ჩაიში კატეხინების კონცენტრაცია იკლებს. მწვანე ჩაი მალე შრება დაკრეფის შემდეგ და სასარგებლო თვისებები ფურცელშივე „იბეჭდება“.
- „სწორედ ასეთი არაფერმენტული ფოთლების მეშვეობით უნდა მიირთვათ ჩაი. აუცილებელია ცხელი წყალი და არა მდუღარე, ვინაიდან ის დაუკარგავს გემოს, - განმარტავს ექიმი სოუტერი. - ამასთანავე, მდუღარე წყალი კატეხინებს შლის, რაც გასახდომად ეფექტურობას მინიმუმამდე დაიყვანს. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე, დატოვეთ გასაგრილებლად 10 წუთით და შემდგომ დაასხით ჩაიდანში. გახსოვდეთ, რომ მწვანე ჩაის ხანმოკლე ცხოვრება აქვს - ჩაის მოყვარულებმა კი კარგად იციან, რომ დიდხანს არ უნდა დატოვონ ფოთლები წყალში. სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, მოოქროსფრო-მომწვანო შეფერილობის.“
პუერი - ქოლესტერინთან ბრძოლის მოკავშირე
- ჩაი პუერი პირველად ტიბეტის მთებში დამზადდა. გამოირჩევა წარმოების სპეციფიკით: დაკრეფილი და გამშრალი ფოთლები ობიან სოკო ასპერგილს მალე ითვისებს. ეს ჩაი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. გარეთ გამოდევნის ტოქსინებს, შედეგად კი წონის კლებას უწყობს ხელს.
- „არ მოგატყუოთ დიეტური ჩაის ლამაზმა შეფუთვებმა, სასიამოვნო რეკლამებით, - განმარტავს ლილი სოუტერი. - მათ შემადგენლობაში ხშირად შარდმდენი საშუალებებია, წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან, თუმცა ცხიმის და კალორიების წვას ხელს ნამდვილად არ უწყობს. რეალურად მხოლოდ მწვანე ჩაი არის მისაღები დიეტების დროს.“
რამდენი დავლიოთ წონის დასაკლებად?
- ეფექტის გასაძლიერებლად, ექსპერტები გვირჩევენ დღეში 2-3 ჭიქა ჩაის დალევას. მისი შედეგი კი რეგულარული გამოყენების შემდეგ იქნება სახეზე. ამასთანავე, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაც.