სირთფუდ-დიეტა, ანუ როგორ დაიკლო ადელმა 45 კგ

სირთფუდ-დიეტა, ანუ როგორ დაიკლო ადელმა 45 კგ
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი მომღერლის უკანასკნელი რელიზი 5 წლის წინ გამოვიდა, ადელს დღემდე არავინ ივიწყებს. საქმე ისაა, რომ მან მოახერხა და 45 კგ დაიკლო. მისი ცნობა ამჟამად თითქმის შეუძლებელია, ეს კი, როგორც აღმოჩნდა, სირთფუდ დიეტის მეთოდიკაა, რომლის მეშვეობით ზედმეტი კილოგრამები დაიკლო გვინეტ პელტროუმ, პიპა მიდლტონმა და პრინცმა ჰარიმ. გადადეთ გვერდზე პიცა და ერთად გავერკვეთ, რაში მდგომარეობს დიეტის საიდუმლო.
Adele Crying GIF - Adele Crying Okay - Discover & Share GIFs

დიეტაზე

  • ბრიტანელი ნუტრიციოლოგი ეიდან ჰოგინსი და გლენ მათენი ახალ წიგნში The SirtFood Diet დეტალურად საუბრობენ ახალ დიეტაზე, რომლის
    მეშვეობით კვირის განმავლობაში ნახევარ კილოგრამს იკლებს ადამიანი. საქმე ისაა, რომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში სირტუინების გააქტიურებას იწვევს. "სირტუინები - ეს ცილების სახეობაა, რომელიც უჯრედებს იცავს კვდომისა და ანთებითი პროცესებისგან. მათ შეუძლიათ მეტაბოლიზმის სტიმულირება, ნაყროვანების შეგრძნების რეგულირება და ცხიმის წვა" - განმარტავს ჰოგინსი.

რომელი პროდუქტები შედის სირთფუდ-რაციონში

  • სირტუინები - ის ცილები არ არის, რომლებიც საკვებთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მექანიზმის ამოქმედება შიგნიდან ხდება, ამაში კი ანტიოქსიდანტებით - პოლიფენოლებით მდიდარი პროდუქტები გვეხმარება. კვების რაციონი კი ასე გამოიყურება:
  1. წიწიბურა
  2. კაპერსები
  3. ზეითუნის ზეთი
  4. ყავა და მწვანე ჩაი
  5. ნიორი, წითელი ხახვი, ოხრახუში და რუკოლა
  6. კომბოსტო - კეილი
  7. ციკორიები
  8. სოიო
  9. კრევეტები
  10. მუქი ფერის კენკროვანი
  11. ჯანჯაფილი
  12. ციტრუსები
  13. შავი შოკოლადი და ფინიკი
  14. წითელი ღვინო
Adele breaks down in tears as she pays tribute to her son and ...

ძირითადი ეტაპი

  • დიეტა მოიცავს ორ ეტაპს. პირველი დღიური კალორაჟის შემცირებას ნიშნავს 1000 კალორიამდე, რომელიც უნდა მივიღოთ სამი სახეობის მწვანე წვენებიდან დღიურად. მომდევნო ოთხი დღე სპეციალისტები ორჯერ მყარი საკვების მირთმევას და ორი ჭიქა წვენის დალევას გვირჩევენ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან - ყველაფერზე ჯამში 1500 კალორია. ეს ფაზა ითვლება სწრაფ ფაზად: კვირის განმავლობაში 3 კილოგრამამდე ცხიმს დაკარგავთ, კუნთოვანი მასა კი ცილის ხარჯზე არ დაზიანდება.
  • მეორე ფაზა უფრო სასიამოვნოა. შეგიძლიათ დღეში ერთხელ დალიოთ მწვანე წვენი და სამჯერ იკვებოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით. მიირთვით ჩაი და ყავა სურვილისამებრ. ამოიღეთ რაციონიდან წითელი ხორცი. ამ ფორმით გაამყარებთ წინა კვირის შედეგებს.

Adele golden globes skyfall GIF - Find on GIFER

დიეტის პლუსები და მინუსები

  • დიეტის შემქმნელები თვლიან, რომ მათი მეთოდიკა არა მარტო წონის კლებაში გეხმარებათ, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობას გიუმჯობესებთ. თუკი გახდომა არ გსურთ და უბრალოდ გინდათ ცილებით გაამდიდროთ რაციონი, მაშინ სირთფუდის მენიუ უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ.
  • წონის კლება მოკლე დროში ნამდვილად კარგია ადელის მაგალითზე, თუმცა კვების რაციონის შეცვლამდე კონსულტაცია გაიარეთ დიეტოლოგთან, მით უმეტეს, ეს დიეტა ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და EatWell Guide-ში ჯერჯერობით არ არის შეყვანილი (ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სპეციალისტების რეკომენდაცია).

adele gifs | Explore Tumblr Posts and Blogs | Tumgir

წყარო: vogue
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93