როგორ დავიკელი 60 კილო, დავივიწყე ჩვევები და შევცვალე რეალობა - Marao

როგორ დავიკელი 60 კილო, დავივიწყე ჩვევები და შევცვალე რეალობა

2020-06-30 10:09:05+04:00


ხშირად ჯანსაღი ცხოვრების წესი იმიტომ არაა ცხოვრების ნაწილი, რომ მთავარი დაბრკოლება ნებისყოფაა.

თქვენ უნდა ჩააგონოთ თავს, რომ პრობლემებს შინაგანად უნდა გაუმკლავდეთ.

ჩვენს გმირს წონაში დაკლებაში წიგნის წაკითხვაც დაეხმარა და მან თავისი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა.

ჩემი ისტორია

”27 წლის ვარ, მარკეტინგულ სააგენტოს ვხელმძღვანელობ. რაღაც მომენტში, ზედმეტი წონის გამო სერიოზულად შევწუხდი, გადაწყვეტილება მივიღე და ჯამში 60 კილო დავიკელი.

არ მახსოვს, იყო თუ არა ისეთი მომენტები ჩემ ცხოვრებაში, როცა ჭარბი წონა არ ალბათ არა: მთელი ცხოვრება მას ვებრძოდი. მე ყოველთვის მიყვარდა ჭამა: სიხარულის და მწუხარების დროს, გაბრაზების და დაღლილობის დროს.. ზოგადად, ამბავი იწყება იმით, რომ ჩემ მშობლებს მეურნეობა აქვთ. ჩვენ იქ ვმუშაობდით და დროთა განმავლობაში ჩემთვის თანდათან უფრო რთული გახდა იმ ჩვეულებრივი მოვალეობის შესრულება, რასაც ადრე მარტივად ვუმკლავდებოდი.

პირველად დიეტა 10 წლის ასაკში მოვსინჯე და არ მიშველა. ბევრჯერ ვცადე იგივე, სკოლის და ინსტიტუტის პერიოდშიც, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე.

მიჭირდა თვითმფრინავის სავარძელში ჯდომა და დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივ სიარულიც კი.

ჩემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც დამეწყო შიშები: ოჯახის წევრებს გულის პრობლემები და დიაბეტი აქვთ. მივხვდი, რომ არ მინდოდა იგივე დიაგნოზი მქონოდა.

როგორ შეიცვალა ყველაფერი

სხვა ქალაქში გავემგზავრე, კონფერენციაზე. იმავე ქალაქში ვიპოვე წიგნი, რომელიც კვებასთან დაკავშირებით რჩევებს მოიცავდა. მივხვდი, რომ ისე უნდა მოვიქცე, როგორც იქ არის აღწერილი. ჩემთვის ეს სერიოზული ბიძგი იყო ცვლილებებისთვის. მე შევწყვიტე იმის გამეორება, რომ: "ეს ყველაფერი გენეტიკაა, მემკვიდრეობა“. აღარ ვამბობდი, რომ მე ვერაფერს შეცვლიდი და ყველაფრის გაკონტროლება შევძელი.

ამ წიგნში საუბარი იყო არა მხოლოდ კვების, არამედ ჩვევების შეცვლის შესახებ. როგორც ჩანს, უჩვეულო არაფერია: სპორტული აქტივობები, წყლის დალევა, უსიამოვნო საჭმელზე უარის თქმა- იმდენად ძლიერი მოტივაცია მივიღე, რომ მაშინვე დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა.

რასაც ახლა მივირთმევ

  1. საუზმე: ორი კვერცხი, ლორი ან ბეკონი, უშაქრო ყავა, სიროფით.
  2. სადილი: ქათმის სალათი, ბოსტნეულის გარნირით. შეგიძლიათ უცხიმო იოგურტიც მიირთვათ.
  3. სასუსნავები: ხილი, კაკალი.
  4. ვახშამი: ხორცი ბოსტნეულითა და სოუსით.

ჩემი ვარჯიშები

თავიდან სახლში ვსწავლობდი, როგორ მევარჯიშა ვიდეოების მიხედვით.

შემდეგ ქუჩაში სეირნობა შევუთავსე, კვირაში სამჯერ, ველოსიპედით სიარული და იოგა. ვცდილობ, ფიზიკური დატვირთვა დღეში მინიმუმ ნახევარ საათს მოიცავდეს, თუნდაც ეს მხოლოდ სიარული იყოს.

რა დამეხმარა

პირველ რიგში, მე სხეული ციხიდან გავათავისუფლე. ვცდილობდი მაქსიმალურად, რომ შემეყვარებინა საკუთარი თავი. მეორეც, ინტუიციური კვება ვისწავლე. საკმარისია სხეულის სიგნალების მოსმენა და სწორი არჩევანის გაკეთება. ახლა უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ საჭმლისგან და ემოციებს ნაკლებად ვემხრობი. მესამე, მცირე ნაბიჯების ტექნიკაც ძალიან დამეხმარა. შეცდომები გამო არ ინერვიულოთ, არ დანებდეთ, თუ ფიქრობთ, რომ არასწორად მიდიხართ. უბრალოდ გამოასწორეთ.

ერთი წლის განმავლობაში 50 კილო დავიკელი, შემდეგ კიდევ 10. წინ კიდევ 15-ზე მეტია, მაგრამ არ ვდარდობ. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევ! ”

წყარო: cosmopolitan