რეალური ამბავი იმაზე, თუ როგორ უნდა დაიკლოთ 90 კგ 20 თვეში

რეალური ამბავი იმაზე, თუ როგორ უნდა დაიკლოთ 90 კგ 20 თვეში
ზოგჯერ ზედმეტი კილოგრამების მოშორება წარმოუდგენელია. მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი გმირი მიიჩნევს, რომ მთავარია ბრძოლა დაიწყოთ.
”30 წლის ვარ, რესტორანში მენეჯერად ვმუშაობ. ერთხელ, ახალი წლის ღამეს, სურვილი გამიჩნდა, რომ წონაში დამეკლო და იმდენად მოვინდომე, რომ საბოლოოდ 90 კილო დავიკელი.

ჩემი ისტორია

ბავშვობაში და თინეიჯერობის პერიოდშიც  წონის პრობლემები მაწუხებდა. ვცდილობდი თავი დამეღწია, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი მაქსიმალური წონა 165 კილო იყო. წლების განმავლობაში ამან ჯანმრთელობაზე შემდეგნაირად იმოქმედა: განმივითარდა ჰიპერტენზია და წონასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა დაავადება. ორი წლის წინ
წონის დაკლება გადავწყვიტე. ნამდვილად მინდოდა, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეცვლილიყო და შუა გზაში არ გავჩერებულიყავი.
მე კონტროლირებად კვებას ვანიჭებ უპირატესობას და საკუთარ თავს ზედმეტად არ ვეწინააღმდეგები. მთავარი პორციებია. კეტოდიეტა რატომღაც არ მომეწონა.


რასაც ახლა მივირთმევ

ჩემი რეგულარული კვების რეჟიმი თითო დღეზე ასე გამოიყურება:
  1. ქათამი ბევრი ბოსტნეულით (კარტოფილთან ერთადაც მივირთმევ).
  2. ვამზადებ შაურმის მსგავს საკვებს. შემადგენლობა: ინდაურის ან საქონლის ხორცი, ბოსტნეული და სოუსი.
  3. სასუსნავები- ხილი და რამე ტკბილი, მაგალითად ხილის წვენი, წონაში დასაკლები ბატონი, ან ნაყინი.
თავიდან ადვილი არ იყო ზოგ საკვებზე უარის თქმა, მაგრამ ახლა მივეჩვიე და ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია ის, რასაც ვაკეთებ.


ჩემი ვარჯიშები

რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყე სპორტული თამაშები დავიწყე: შეუძლებელი იყო, რომ ყველაფერი ერთდროულად შემეცვალა, ამიტომ ვარჯიშიც ეტაპობრივად შემოვიდა. თავიდან სიარული და კარდიო იყო, ახლა თითქმის ყველანაირ ვარჯიშს ვაკეთებ და ეს კვირაში 5-6 დღეს გულისხმობს. თუმცა, არც ისე დიდხანს გრძელდება, რომ ძალიან არ გადავიღალო.



რა დამეხმარა

ვისწავლე საკუთარი თავის პატიება და წარუმატებლობებისთვის აღარ ვსჯი.
აზრი არ აქვს საკუთარი თავის შეშინებას: თქვენ უნდა დაუბრუნდეთ ნორმალურ რიტმს და ცხოვრება განაგრძოთ.
  • საკუთარი თავი უფრო მეტად შევიყვარე და ეს მთავარი ჯილდოა.
  • სპორტულ აქტივობებზე უარს არ ვამბობდი, თუნდაც განწყობა არ მქონოდა. მე ვიცი, რომ მსგავსი ქმედება მიზანთან მაახლოვებს. თუ საერთოდ არ გავაკეთებდი ისეთ რამეს რაც არ მომწონდა, წონაში ვერ დავიკლებდი.
ბევრი დრო დავუთმე სხვადასხვა პროდუქტის თვისებების შესწავლას და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ახლა არაფრის ჩაწერა არ არის საჭირო. მახსოვს, ძალიან გამიკვირდა, რომ ზოგიერთი პროდუქტის მიღება მცირე პორციითაც კი დაუშვებელია.
წონაში 20 თვეში დავიკელი და თითქმის ერთი წელია რაც ვინარჩუნებ. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ნამდვილად ღირს ძალისხმევად. თავს ენერგიულად ვგრძნობ და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ადრე ”.


წყარო: cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
სკილეტა
არ გვინდა ბატონო დაკლება, ისედაც ვიკლებთ.
14:32 / 29-06-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93