27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მეუღლესთან ერთად ზედმეტი კილოგრამები 25 დღეში მოიშორა

27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მეუღლესთან ერთად ზედმეტი კილოგრამები 25 დღეში მოიშორა

27 წლის გიორგი ბახია და მისი მეუღლე აისლუ უკვე ორი წელია, რაც NL International-ის პროდუქციის აქტიური მომხმარებლები არიან. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც წონაში დასაკლებად “Energy Diet Smart”-ის კურსი ჩაიტარეს. დიეტის შესახებ გიორგიმ მეუღლისგან გაიგო, რომელმაც 25 დღეში 10 კგ დაიკლო, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის უვნებლობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, საკუთარი წონის კონტროლი მაინც ინტერნეტში რეკომენდებული დიეტებით სურდა.
ბევრი მცდელობისა და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად, გიორგის წონის კლების შედეგი მაქსიმუმ 4-5 კგ იყო.

• “ჩემს ნაცნობ ექიმს დავურეკე და ვკითხე “Energy Diet Smart”-ში შემავალი ვიტამინების შესახებ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ისინი უსაფრთხოსთან ერთად სასარგებლო იქნებოდა ჩემი ორგანიზმისათვის. დავიწყე 25-დღიანი კურსი და დავიკელი 14 კგ. შესაბამისად, მივიღე ის წონა, რომელსაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ ვაღწევდი” - გვიყვება გიორგი.



დიეტის დაწყებამდე გიორგის ჰქონდა ძილის არეული რეჟიმი. ჭკვიანი კოქტეილის მიღების დაწყებისთანავე მისმა ორგანიზმმა დაიწყო ნორმალური ფუნქციონირება, მოუწესრიგდა როგორც ძილი, ასევე კვებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ გიორგი სასურველ შედეგს მიაღწევდა, დიეტას ეჭვის თვალით, უნდობლად უყურებდა, თუმცა ზედმიწევნით იცავდა გამოყენების წესებს, ულუფებს, არ არღვევდა წყლისა და საკვების მიღების დროებს. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა და სასურველ წონას ის უკვე ორი წელია უპრობლემოდ ინარჩუნებს.

• “პროდუქციის მიღებამდე არ ჩამიტარებია სამედიცინო გამოკვლევები, რადგან უკვე მქონდა სანდო ექიმისაგან იმის დასტური, რომ ორგანიზმს თუ არ წაადგებოდა, არც არაფერს ავნებდა კოქტეილებში შემავალი ვიტამინების კომპლექტი. წონაში კლების პროცესი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობდა. დღემდე ვარ დიეტის მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ სასურველი საკვების ან სასმლის მიღების შემდეგ თავს არამსუბუქად ვგრძნობ. კოქტეილები კარგია როგორც ფორმაში ჩასადგომად, ასევე მის შესანარჩუნებლად, ყოველდღიური ენერგიისა და სიჯანსაღისათვის.
• კომპანიის პროდუქციიდან კიდევ მოვიხმარ BioTune-ს, რომელიც არის ადაპტოგენი და ხელს უწყობს სასიცოცხლო ენერგიის აღდგენას. ასევე, ომეგა 3-ს, დეტოქსის კურსიდან რამდენიმე საფეხურს, ხოლო ენერჯი დიეტა კი პროფილაქტიკის მიზნით, კვირაში რამდენჯერმე მაქვს რაციონში. პროდუქციის მომხმარებლები ასევე არიან სპორტსმენები, მოცეკვავეები და ის ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ დღის აქტიური რეჟიმი.”


გიორგი აღნიშნავს, რომ პროდუქციის მიღებისას სავალდებულოა მენტორთან კომუნიკაცია, სწორი ულუფებისა და კვების რაციონის წინასწარ ისე განსაზღვრა, როგორც ამას მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას. რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა წონაში კლების და სასურველი შედეგის მიღწევის მთავარი საშუალებაა. “Energy Diet Smart”-ის დროს აუცილებელია წყლისა და საჭმლის მიღება, თუმცა ხშირად მომხმარებლები ცდილობენ, მხოლოდ საკვები დანამატების მეშვეობით მიაღწიონ სასურველ შედეგს, რის რეკომენდაციასაც არც მწარმოებელი კომპანია NL International-ი და არც მენტორები არ იძლევიან. ყველაზე მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგებული რეჟიმი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის. ასევე, აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

თუ მომხმარებელი ზედმიწევნით ასრულებს იმ წესებს, რომლებიც სპეციალურად მისთვისაა შედგენილი, სასურველი წონის შენარჩუნებას ხანგრძლივად შეძლებს.

NL International-ის პროდუქტებიდან გიორგი და მისი ოჯახი კოსმეტიკურ ნაწარმს, საოჯახო ქიმიას, თმის და კანის მოვლის საშუალებებს აქტიურად მოიხმარენ, რომელსაც მინიჭებული აქვს “ბიო” ნიშანი, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტის წარმოებისას არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები და ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები.

R
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93