გადააგდეთ სასწორი! როგორ შევინარჩუნე წონა 50 კილოს დაკლების შემდეგ

გადააგდეთ სასწორი! როგორ შევინარჩუნე წონა 50 კილოს დაკლების შემდეგ
ბევრი მიიჩნევს, რომ სასწორზე ხშირად დგომა საუკეთესო გზაა ცვლილების მისახვედრად, როცა დაკლება სურთ. სულაც არა: გაცილებით მნიშვნელოვანია, თქვენ რას გრძნობთ და ამჩნევთ თუ არა შინაგანად ცვლილებას!

”25 წლის ვარ. პატარა კომპანიას ვხელმძღვანელობ. თვითშეფასებასთან პრობლემები ძალიან დიდხანს მქონდა. შემდეგ შევეცადე, კეტოდიეტის ერთ-ერთი ვარიანტით მეხელმძღვანელა და 50 კგ-ზე მეტი დავიკელი.

ჩემი ისტორია

მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში პირველად დიეტაზე საუბარი 10 წლის ასაკში დაიწყო. დედის თხოვნით, ის დიეტა მოვსინჯე, თუმცა აზრი არ ჰქონდა. რამდენიმე კილოგრამი დავიკელი, შემდეგ კი კვლავ დამიბრუნდა.
  • ზედმეტი კილოგრამები მაწუხებდა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც. მე ძალიან მორცხვი გავხდი და ყოველდღე შეწუხებული ვიყავი. ხალხი კომენტარს აკეთებდა ჩემს გარეგნულ მხარეზე, რამაც უარესი გავლენა იქონია.
  • ერთ დილას გამეღვიძა და ვთქვი, რომ საკმარისია. ეს საკუთარ თავს ერთხელ ადრეც ვუთხარი, მაგრამ მაშინ საკმარისი ნებისყოფა არ მქონდა.
ბევრი რამ გავიგე კეტოდიეტის შესახებ და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეცადა. ყველასთვის ნაცნობი ვარიანტი ჩემს შემთხვევაში მართებული არ იქნებოდა. ამიტომ კალორიების და ნახშირწყლების შეზღუდვით დავიწყე. ისინი დღეში 25 გრამამდე შევამცირე, რამაც მშვენივრად იმუშავა.
ჩემი დიეტა "ზარმაცი კეტოდიეტის“ ანალოგია. ცოტა ხნის წინ ნახშირწყლების რაოდენობა გავზარდე. ახლა შესაძლებელია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინარჩუნო წონა, თუ რიტმს არ დავარღვევ.



რასაც ახლა მივირთმევ

  1. საუზმე: შვრიის ფაფა კენკრით და ბანანით, ყავა.
  2. სადილი: ქათამი ბოსტნეულით.
  3. ვახშამი: საქონლის ხორცი მაკარონით ან ბოსტნეულით.
  4. სასუსნავები: ცილოვანი ბატონები, უშაქრო იოგურტი, ხილის სალათა.

ჩემი ვარჯიშები

სპორტით დიეტის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დავკავდი. ამ გზით დაახლოებით 10 კილოგრამი დავიკელი. სპორტდარბაზში სიარული არ მსურდა, ამიტომ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, რომ მასთან ერთად მევარჯიშა. ძალიან მომეწონა ეს იდეა. კვირაში 3-5-ჯერ ვვარჯიშობდი, კარდიოსა და კუნთების ვარჯიშებს ვაერთიანებდი. ახლა კიდევ უფრო მეტი რამის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ვიფიქრებდი!

რა დამეხმარა

შევწყვიტე წონაში დაკლების ყოველდღიური მონიტორინგი. საუბარია არა სასწორზე არსებულ ციფრებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს და როგორ გამოიყურებით.
დავიწყე გაცილებით მეტი წყლის დალევა, ახლა თითქმის 3 ლიტრს ვსვამ და უფრო უკეთ ვგრძნობ თავს.
დიდი ხნის განმავლობაში ვწონიდი პორციებს სასწორზე. ასე უფრო მოსახერხებელია თვალყური მედევნებინა იმისთვის, თუ რა პორციებით უნდა მეჭამა.
50 კილოგრამი დავიკელი და გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ. დიახ, ეს არ არის მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გადაწყვიტო, შეუძლებელ მიზნებს შენი ძალა უჩვენო.

წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93