5 რამ, რაც ინტერნეტში დიეტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

5 რამ, რაც ინტერნეტში დიეტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ
ჩვენ ყველა სოციალური სამყაროს განუყრელი ნაწილები ვართ. ყოველდღიურად ვკითხულობთ სიახლეებს, ვეცნობით საინტერესო ამბებს და საჭირო რჩევებს ვიღებთ სხვადასხვა სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან. დიეტა ყველა ქალისთვის ნაცნობი თემაა და ალბათ, სოციალურ სივრცეში დიეტასთან დაკავშირებული რჩევებიც არაერთხელ მიგიღიათ.

ნახეთ 5 რამ, რაც ინტერნეტში დიეტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

გამოუცდია ეს დიეტა თქვენამდე სხვას?


  • დაფიქრდით, სანამ დიეტას დაიწყებთ, მოიკითხეთ, გამოუცდია თუ არა თქვენამდე ვინმეს და რამდენად შედეგიანი იყო ეს სხვისთვის?
კარგად შეისწავლეთ პროდუქტები, რაოდენობა და მოერიდეთ დამატებით მედიკამენტსა და ამოუცნობ ხსნარებს.
არასწორ დიეტას თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია და როდესაც საქმე სოციალურ ქსელს ეხება, მაშინ ორმაგად მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ეს დიეტა რაიმე პროდუქტის გაყიდვას ხომ არ ემსახურება?


  • მეორე რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, კომპანიების რეკლამა და გათვლილი მარკეტინგული ხრიკებია. ხშირად სოციალურ სამყაროში დასპონსორებულ, რეკლამისთვის გაპიარებულ პროდუქტებს ნახავთ, რაც შეიძლება სულაც არ იყოს შედეგიანი. დაფიქრდით, წაიკითხეთ და შეისწავლეთ ყველაფერი და კარგად დაფიქრდით იქამდე, სანამ დიეტას დაიწყებთ.

თქვენი დიეტა რას მოიცავს?

ალბათ, გსმენიათ სიტყვები დეტოქსი, გაწმენდა, შლატები, მაგრამ იცით, რას ნიშნავს თითოეული მათგანი? დიეტის დაწყებამდე აუცილებელია კარგად შეისწავლოთ ყველა ის პირობა, რომელსაც ეს დიეტა გიყენებთ. აუცილებელია იცოდეთ, რა ზეგავლენას მოახდენს ეს თქვენზე და ხომ არ შეუშლის ხელს მეტაბოლიზმის ან ნივთიერებათა ცვლის სვლას.

ხომ არ შეიცავს დიეტა მედიკამენტებს?

ერთ-ერთი უმთავრესი რამ დიეტის დაწყების დროს მედიკამენტებზე ყურადღების გამახვილებაა. დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არარეკომენდებულია. დიეტა ხომ ჯანმრთელობაზე მოქმედებს და უცხო, გაუგებარი წამლების დანიშნულების გარეშე მიღება საფრთხის შემცველია. სანამ სოციალურ სივრცეში თქვენთვის სასურველ დიეტას აარჩევთ, კარგად დაფიქრდით.

თქვენი დიეტა რაიმე დაავადების განკურნებას ხომ არ გპირდებათ?


ხშირად სოციალურ სივრცეში არსებული გაუგებარი და ამოუცნობი დიეტები სხვადასხვა დაავადების განკურნებას გვთავაზობენ. მაგალითად, 5-დღიანი დიეტით რევმატული ტკივილების მოხსნას და სხვა.

დაიმახსოვრეთ, მსგავსი სახის დიეტები მხოლოდ ტყუილია და სხვა არაფერი. დიეტა წონაში დასაკლებად არის და არა იმისთვის, რომ ერთდროულად 4-5 ერთმანეთისგან განსხვავებული პრობლემა მოაგვაროს ორგანიზმში.

წყარო: bbc.co.uk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93