სამეფო დიეტა: რას მიირთმევს დედოფალი ელისაბედ II

სამეფო დიეტა: რას მიირთმევს დედოფალი ელისაბედ II
94 წლის ასაკშიც კი იდეალურად გამოიყურება დედოფალი ელისაბედი, აწარმოებს აქტიურ ცხოვრების წესს და ცხენით ჯირითობს კიდეც, მეტიც ელისაბედს მთელი პლანეტის მასშტაბით ნებისმიერი კერძის მირთმევა შეუძლია, თუმცა რას ანიჭებს ყველაზე მეტად უპირატესობას? რა ეხმარება იყოს ასეთი აქტიური და მხნე?
Jewels in Motion: Dutch-UK State Visit (1958) | The Court Jeweller
თუკი მწვანე სმუზებსა და წვენებზე, ესპრესოს ვარიანტებზე გაიფიქრეთ, გეტყვით რომ ასე არ არის, "რაც უფრო მარტივია დიეტა, მით უკეთესია დედოფლისთვის" - ამტკიცებს დარენ მაკგრეიდი, შეფ-მზარეული, რომელიც ბუკინგემის სასახლეში 1982-1993 წლებში მუშაობდა. "ელისაბედი უპირატესობას ანიჭებს თევზს ბოსტნეულთან ერთად,
მოხარშულ ან გრილზე გამომგცხვარ მდგომარეობაში, მაგრამ უარს ამბობს კარტოფილსა და სხვა სახამებლის შემცველ პროდუქტებზე, ის საკმაოდ დისციპლინირებულია, მის მენიუში შესაძლებელია იყოს ნებისმიერი სახის კერძი, მაგრამ სწორედ დისციპლინა და თავდაჭერილობა ეხმარება ჯანმრთელ და კარგ ფორმაში ყოფნას" - განმარტავს მაკგრეიდი.
Queen Elizabeth GIFs | Tenor
ნუთუ არავითარი შავი ხიზილალა და ღორის ხორცი არ შედის მის მენიუში? "დედოფალი სულაც არ ფიქრობს საჭმელზე, რაზეც ზრუნავს ცხენები და ძაღლებია, საკვები, მზარეული და სამზარეულო მისი პრიორიტეტების სიაში ყველაზე ბოლო ადგილას დგას, ბუკინგემის სასახლეში დღემდე იყენებენ 1800 წლის ჯამებსა და ტაფებს, დედოფალ ვიქტორიის ბეჭდით დამოწმებულს." ერთხელ კულინარი დაინტერესდა, არ სურდა სამეფო ოჯახს სამზარეულოს ინვენტარის მოდერნიზება? რაზეც პასუხად მიიღო რომ ფული უმჯობესია ცხენების შეძენაში დაეხარჯათ.
Lilibet Windsor
თუმცა სისუსტე ყველა ადამიანს აქვს, დედოფალს ძალიან უყვარს შოკოლადი. „შავი და მწარე, რაც უფრო მუქი მით უკეთესი, მას არასდროს მოსწონდა რძის ან თეთრი შოკოლადი, განმარტავს მაკგრაიდი, ვახშამზე მისი უდიდებულესობა მიირთმევს ერთ ჭიქა გერმანულ ტკბილ ღვინოს, თუმცა მისი ფავორიტი სასმელი ჯინ ტონიკი და დიუბონეა.“
Queen Elizabeth II | Queen elizabeth, Her majesty the queen, Hm ...
პალეოდიეტა, გლუტენ-ფრი საკვები და დეტოქს წვენები? შეგიძლიათ თამამად დაივიწყოთ და გადახვიდეთ სამეფო დიეტაზე.
Queen elizabeth GIF - Find on GIFER
წყარო: vogue
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93