წონის დაკლებას თან არ უნდა ახლდეს ყველაფრის დათმობა. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ წონაში დაკლება გაგიჭირდეთ და შესაძლოა პროცესზე უარი რამდენჯერმე თქვათ.
”23 წლის ვარ, სადაზღვეო კომპანიაში ადმინისტრატორად ვმუშაობ. მას შემდეგ რაც ოჯახთან ერთად მოგზაურობა კოშმარად გადამექცა, საკუთარ თავზე ზრუნვა გადავწყვიტე და 1 წელიწადში 40 კილო დავიკელი.
ჩემი ისტორია
19 წლის ვიყავი, როცა ნერვული აშლილობა დამეწყო. წონაში მომატება დავიწყე და ახალი ტანსაცმლის ყიდვა გახდა საჭირო, რომელიც რამდენიმე ზომით იყო დიდი. უმაღლეს წერტილზე მისვლისას, ჩემმა წონამ 150 კგ-ს მიაღწია.
შემდეგ მე და ჩემი ოჯახი დასასვენებლად წავედით და ბოლომდე ვიგრძენი ყველა უსიამოვნება, რაც ჩემ წონას უკავშირდებოდა. სტანდარტული თვითმფრინავის სავარძელში ძლივს ვიჯექი და მეშინოდა, რომ სკამი ვერ გამიძლებდა. ფოტოების გადაღებაზე უარი ვთქვი, რადგან არ მინდოდა საკუთარი თავის ნახვა.
დაბრუნებისთანავე თავი დავხარე და წონაში დაკლება დავიწყე. პირველი ნაბიჯი კი დიეტაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა იყო. დაბალ ნახშირწყლებიან დიეტაზე გადავედი და დავიწყე ჩემი კვების რაციონის განსაზღვრაც. ცხადია, ეს დამეხმარა!
მე არ დავანებე თავი ბევრ საყვარელ საკვებს, მხოლოდ მათი პორციები შევამცირე. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ შეცდომები არ დამეშვა და დიეტისთვის თავი არ დამენებებინა.
რას მივირთმევ ახლა
საუზმე: კვერცხი, ინდაურის ხორცი, ძეხვეული, ყავა. სადილი: ხორცი ან სხვა ცილა, ბოსტნეული, ხილი.
შემდეგ: კაკალი, ყველი.
ვახშამი: ბრინჯი და ბოსტნეულის სალათი. (შეგვიძლია ძროხის და ქათმის ხორცის ნაწილებით მივირთვათ).
ჩემი ვარჯიშები
იმის მიუხედავად, რომ ჩემი წონა 90% სწორი კვების და წონის კონტროლის შედეგია, შევეცადე დღეში მინიმუმ 10 ათასი ნაბიჯი გადამედგა.
მე ნამდვილად არ მიყვარს სპორტი, მაგრამ რა თქმა უნდა მომავალში უკეთ დავიწყებ ვარჯიშების კეთებას.
რა დამეხმარა
- პირველ რიგში, მე არ ვცდილობდი, რომ ერთდროულად გამეკეთებინა ყველაფერი. თანდათან შევცვალე ჩვევები და ერთ დღეში არ დამინებებია თავი ყველა არაჯანსაღი საკვებისთვის.
- მეორეც, მე მესმოდა, რომ შედეგის მისაღებად საჭირო იყო, რომ მოლოდინი მქონოდა. მთავარია უკან არ დაიხიოთ!
- მესამე, ბევრი რამ გავიგე წონაში დაკლების შესახებ, წავიკითხე სხვა ადამიანების ისტორიები, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი ყველაფერს და მათით შთაგონებული ვიყავი. მე ვაგრძელებ ჩემი წონის შემცირებას და ვფიქრობ, რომ უკან აღარ დავბრუნდები: მე კმაყოფილი ვარ ახალი ცხოვრების წესით. თქვენც შეძლებთ. ”
წყარო: Cosmopolitan