დალევა და წონაში დაკლება: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ალკოჰოლის შესახებ, დიეტის დროს

დალევა და წონაში დაკლება: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ალკოჰოლის შესახებ, დიეტის დროს
წონის დაკლებისთანავე, კვებასთან დაკავშირებული საკითხები სწრაფად წყდება.
და რაც შეეხება ალკოჰოლს? შეიძლება მისი გამოყენება, მაგალითად, ინტერვალებით კვების დროს? შევეცადოთ გავარკვიოთ.

  1. ინტერვალით კვება საშუალებას გაძლევთ, რომ ყოველდღე მიირთვათ საკვები, გარკვეული საათების მანძილზე: მაგალითად, 12-დან 20 საათამდე, ან, როგორც გსურთ. დანარჩენი დროის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ წყალი, ჩაი ან ყავა- შაქრის გარეშე. ალკოჰოლი ამ სიაში არ შედის.
  2. აშკარაა, რომ ბევრი ლუდის ან ღვინის დალევა კუჭისთვის საზიანოა. ამასთან, ეს არის დიეტის ძირითადი პრინციპის დარღვევა, რადგან
    ალკოჰოლი სავსეა კალორიებით. ზოგადად, ალკოჰოლი არ არის აკრძალული ინტერვალებით კვების დროს, მაგრამ ნუ გაიტაცებ! თუ მაინც გადაწყვეტთ, სასმელი მიიღეთ ჭამიდან 1 საათის შემდეგ, რათა ცარიელ კუჭზე ცუდი ზეგავლენა არ მოახდინოს.


შეეცადეთ არ დალიოთ ძილის წინ სამი საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი იქნება სხეული ღრმა ძილის ფაზაში შევიდეს- შესაბამისად სათანადოდ ვერ დაისვენებთ. თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეძლებს ალკოჰოლის მონელებას ძილის წინ, ყველაფერი კარგად იქნება.

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი წონის დაკლებაზე?

სხეული აღიქვამს ალკოჰოლს, როგორც ტოქსიკურ სითხეს და ცდილობს, სწრაფად გაუმკლავდეს მას. ის, რასაც ამ დროს მიირთმევთ, უმეტესწილად ინახება ცხიმის სარეზერვო საშუალებად: საკვების მონელებას უფრო დაბალი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე ალკოჰოლს.


  • რაც შეეხება კალორიებს: ლუდის ბოთლში არის 150-200, ჭიქა თეთრ ღვინოში 125, ხოლო კოქტეილებში 150-დან 300 – მდე, რაც მათ შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
  • კიდევ ერთი პრობლემა: როდესაც თქვენ სვამთ, შესაძლოა დიეტა ზედმიწევნით ვერ დაიცვათ და კალორიები ჭარბი დოზით მიიღოთ.
ეს საბოლოოდ გავლენას ისევ წონის დაკლების ტემპზე ახდენს. ალბათ მაინც გაქვთ კითხვა: დიეტის დროს შეგიძლიათ თუ არა, რომ დალიოთ? - დიახ, მაგრამ თქვენ უნდა დააკვირდეთ რა დროს სვამთ, კონკრეტულად რას და რამდენს.



წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93