სწორი კვება: როგორ დავიწყოთ თავიდან? - Marao

სწორი კვება: როგორ დავიწყოთ თავიდან?

2020-07-27 09:11:36+04:00


როგორ ვაქციოთ წონაში კლება დიეტოლოგების რჩევით გემრიელ და სასიამოვნო პროცესად.

Ready Set Go GIFs - Get the best GIF on GIPHY

ნაბიჯი #1. იპოვეთ მიზეზი

  • ზედმეტ წონას, დიდი ალბათობით, ერთ დღეში ვერ მოიმატებდით. დაფიქრდით, რა გახდა თქვენი მომატებული კილოგრამების მიზეზი: სტრესი, ორსულობა, კვების რეჟიმის შეცვლა თუ სხვა რამ? თუკი ავადმყოფობა ან ჰორმონებია პრობლემა, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ; თუკი სტრესმა განაპირობა - ფსიქოლოგს, ხოლო თუკი ფასტფუდმა, მაშინ შეგიძლიათ თავად მოაგვაროთ პრობლემა!

How To Stop Binge Eating | The WHY and HOW to Stop

ნაბიჯი #2. შეადგინეთ კალენდარი

  • დაწერეთ, კვირის განმავლობაში რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ. ასევე მიუთითეთ სხეულის გარშემოწერილობის, წელის ზომები. 3-7 კგ თვეში ნორმალურია, რა თქმა უნდა, წონის მიხედვით. ხომ არ გსურთ უცებ დაკლება და შემდეგ მომატება? ამიტომ არ იჩქაროთ.

Key & Peele - Continental Breakfast GIF | Gfycat

ნაბიჯი #3. გააანალიზეთ და დაარეგულირეთ კვება

  • დაივიწყეთ სიტყვა დიეტა, შიმშილი, ექვსი საათის შემდეგ საკვებზე უარი, წიწიბურაზე ყოფნა მთელი დღის განმავლობაში, ერთი ვაშლი და ნახშირწყლების დიეტაზე ყოფნა. შეადგინეთ მენიუ რამდენიმე დღეზე. იყიდეთ პროდუქტები და მოამზადეთ კერძები წინასწარ. თუკი არ გინდათ ეს ვარიანტი, მაშინ შეარჩიეთ ისეთი კაფე-ბარი, სადაც შესაფერის საკვებს მიირთმევთ. უნდა იკვებოთ დღეში 4-5-ჯერ და დალიოთ ბევრი წყალი. უეცარი ქმედებები გამორიცხეთ! თუკი გუშინ კრუასანით დაიწყეთ და ბურგერით დაასრულეთ, მეორე დღეს ორთქლზე მომზადებული თევზი ცუდი იდეაა. მოაცილეთ სახლიდან მავნე პროდუქტები და შემდეგ დაიწყეთ ყოველდღიური, თქვენი შესაფერისი კალორაჟის მირთმევა.

January | 2015 | Watch This Space

ნაბიჯი #4. იმოძრავეთ!

  • სახლის ვარჯიშები, სეირნობები ველოსიპედით, სირბილი, დარბაზში ვარჯიში ან ცეკვები - იპოვეთ ის, რაც მოგწონთ და ივარჯიშეთ! დაივიწყეთ წესები, როდის არის უკეთესი ვარჯიში. ივარჯიშეთ მაშინ, როცა მოისურვებთ. სასურველია 30-40 წუთი კვირაში 3-4-ჯერ. უყურეთ ვიდეორგოლებს ვარჯიშებით და იყიდეთ ერთი ზომით პატარა სავარჯიშო ტანისამოსი მოტივაციისთვის.

Calling all skinny girls: This is your ultimate guide to gaining ...

ნაბიჯი #5. მოტივირდით!

  • ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად? ვის გინდათ შეედაროთ? შესაძლოა, ეს ვინმე ცნობილი იყოს ან თქვენივე თავი რამდენიმე წლის წინ. დაბეჭდეთ ფოტო პორტრეტით და გააკარით მაცივარზე.
Disney A-Z Drawings Pt. 1 | Disney Amino

წყარო: goodhouse