მინუს 45 კგ: როგორ დავიკელი წონაში ცეკვით და ინტერვალებით კვებით

მინუს 45 კგ: როგორ დავიკელი წონაში ცეკვით და ინტერვალებით კვებით
თუ წონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოქმნის, მაშინ დროა, რომ მას მიხედოთ.

”28 წლის ვარ. სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ და ამ ყველაფერს თავისუფალ დროს ცეკვის მასწავლებლობასაც ვუთავსებ.
ახლახან 45 კილოგრამი დავიკელი ჩემი ენერგიულობის და ინტერვალებით კვების წყალობით.

ჩემი ისტორია

ბავშვობაში არასდროს მქონია პრობლემები ჭარბი წონის გამო, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ამ პრობლემებმა თავი იჩინა. მე ვჭამდი და მაშინაც კი წარმოვიდგენდი, თუ რა უნდა მეჭამა შემდეგ ჯერზე.
ვირჩევდი სწრაფი კვების პროდუქტებს და ვთხოვდი ჩემს მეგობრებს, რომ ნახევარი მათ ეჭამათ, ნახევარი
კი - მე.
რაღაც მომენტში გავაცნობიერე პრობლემა და მინდოდა წონაში დამეკლო, მაგრამ უარს ვერ ვამბობდი იმ გემრიელ საჭმელზე, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო.
ჩემი მაქსიმალური წონა 125 კილოგრამი გახლდათ.
დამეწყო პანიკური შეტევები და ნერვული აშლილობა. აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვალი მწყობრში აღარ იყო. დავიწყე მედიკამენტების მიღება და მივხვდი, რომ სწორად ჭამა უკეთესობისკენ გვცვლის.
მე განვიხილე ეს კონკრეტული დიეტა ექიმებთან და გადავედი ინტერვალებით კვებაზე. საკმაოდ სწრაფად მივხვდი, რომ ეს ჩემთვის შესაფერისი იყო: მეტი ენერგია, ნაკლები შიმშილი.

რას მივირთმევ ახლა

  1. საუზმე: მინერალური წყალი ან ჩაი.
  2. სადილი: ხორცი ყველით, კვერცხითა და ავოკადოს სალათით.
  3. შემდეგ: კაკალი, ჰუმუსი.
  4. ვახშამი: ხორცი ბოსტნეულით, ბრინჯით ან მაკარონით.

ჩემი ვარჯიშები

წონის დაკლების პროცესი რომ დაიწყო, მე ცეკვით დავინტერესდი, რაც სისრულეში მოვიყვანე. ეს ძალიან დამეხმარა.
საუბარია ცეკვაზე ფიტნესის ელემენტებით, რომლის სწავლებაც შემდეგ უკვე თავად დავიწყე. ასევე, ვცდილობ, ყოველდღე ვირბინო დილით. შედეგად, ჩემი აქტივობა საკმარისია იმისთვის, რომ წონაში კიდევ უფრო სწრაფად დავიკლო.


რა დამეხმარა

მალევე შევიმუშავე სწორი კვების გეგმა, რომელიც დამეხმარებოდა, თვალყური მედევნებინა, თუ რას და როდის მივირთმევ.
საგულისხმოა, რომ სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და არამხოლოდ მოსაწყენი მოვალეობა.
დაბოლოს, თუ მართლა მთელი გულით მინდოდა რამის მირთმევა - მხოლოდ 1 დღით ვიქცეოდი ასე. შემდეგ კი ბედნიერი ვუბრუნდებოდი სწორ კვებას. არ არის საჭირო შეცდომების მიმართ შიშის ქონა - შეცდომები ხელს უწყობს იმის გარკვევას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.”

წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93