ჭარბი წონა ხშირად სერიოზული დაავადებების გამომწვევია და კიდევ უფრო ხშირად - თვითშეფასების დაქვეითების. ჩვენი გმირი გაუმკლავდა იმ დავალებას, რომ ერთ წელიწადში საგრძნობლად დაეკლო.
”28 წლის ვარ და კვების ექსპერტი გახლავართ. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს სფერო მომხიბლავდა! მაგრამ როდესაც ჭარბი წონის შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობით დავიღალე, თავი ავწიე და 20 კილო დავიკელი.
ჩემი ისტორია
დაახლოებით 1 წლის წინ მივხვდი იმას, რომ დახმარება მჭირდებოდა. თავს ცუდად ვგრძნობდი და სარკეშიც კი აღარ ვიყურებოდი.
თვითშეფასების დონე დაეცა, აღარ მინდოდა სახლიდან გასვლა და ვინმესთან შეხვედრა.
შემდეგ მივხვდი, რომ ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო. ამის მიღწევას შევძლებდი, თუ არ შევეცდებოდი, ყველაფერი ერთდროულად შემეცვალა. ამიტომ პატარ-პატარა ნაბიჯებით დავიწყე მოქმედება.
დისციპლინა და მოთმინება ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც დამეხმარა პროგრესის მიღწევაში, რომელიც მდგრადია. დიახ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც წონაში დაკლებას ვცდილობდი, მაგრამ ახლა ამისთვის გაცილებით უფრო სერიოზული მიზეზები მქონდა, ვიდრე უბრალოდ უკეთ ყოფნაა. მინდოდა, რომ ახალი ჩვევები ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო:
- სწრაფი საკვების ნაკლებად მირთმევა;
- სპორტით დაკავება;
- დალიე მეტი წყალი;
- აკონტროლე, რას ჭამ;
- თავს მიხედე.
ამ ჩამონათვალში არაფერია განსაცვიფრებელი, მაგრამ რთულია ამ ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება! ყოველდღე უფრო უკეთ ვიგრძნობდი თავს, ამიტომ ვაგრძელებდი სწორ კვებას და ვარჯიშს.
მე მესმოდა, რომ არცერთი ტრადიციული დიეტა არ იძლევა გრძელვადიან ეფექტს. ამიტომ ვიპოვე ჩვევები, რომელთა შეცვლაც საჭიროა.
რა მივირთმევ ახლა
- საუზმე: კვერცხი ავოკადოთი ან ბეკონით, შვრიის ფანტელები ხილით, ბანანით.
- სადილი: ქათმის ან ინდაურის სალათა - დიდი ჯამი.
- შემდეგ: ხილი, კაკალი, შავი შოკოლადი.
- ვახშამი: თევზი ან ხორცი ბოსტნეულით, ზოგჯერ სუპის ჭამაც შეიძლება.
ჩემი ვარჯიშები
ადრე არასდროს ვიყავი დაინტერესებული სპორტით, მაგრამ როდესაც დავკავდი, თითქმის ყოველდღე დავიწყე სპორტდარბაზში სიარული. ვიგრძენი, რომ სხეულს კუნთები გააჩნია! მე მიყვარს ძლიერი ვარჯიშები და სირბილი.
რა დამეხმარა
ასე რომ, ერთ წელიწადში 20 კილოგრამი მოვიცილე, თუმცა არ იყო ადვილი. ეს დამეხმარა, რომ მეგრძნო - სწორად ვაკეთებდი საქმეს და უკან დახევა არ ღირდა. მე მსურდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი და მე წარმატებას მივაღწიე.
საკუთარი თავის მიმართ სიყვარული და საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი შენს თავს უკეთესად აღიქვამ, ყველაფერი უკეთესი ხდება.
წყარო: Cosmopolitan