სწორი კვების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ იღვიძებს ენერგია, რომელიც შეიძლება ნებისმიერი რამისკენ იყოს მიმართული. მაგალითად, სპორტისკენ. ჩვენი გმირი სერიოზულად გაიტაცა სპორტმა და მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს, რაზეც თავად მოგვიყვება.
„26 წლის ვარ. მცირე ბიზნესი მაქვს. 2 წელიწადში თითქმის 45 კილო დავიკელი. ფორმაში ძალოსნობის სიყვარულის და კარგი კვების პრინციპების შემუშავების წყალობით ჩავდექი.
დროთა განმავლობაში სახსრების ტკივილი დამეწყო და დეპრესიაც განმივითარდა. საკვების სწორად განაწილება შესანიშნავი საშუალება იყო საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად.
არც დიპლომი მქონდა, არც სამსახური და ერთადერთი, რაც მე რატომღაც მაკონტროლებდა, ჩემი ჯანმრთელობა იყო. ასე შევტრიალდი ნელ-ნელა უკეთესი ცხოვრებისკენ.
არ მომწონდა სპორტდარბაზში წასვლის იდეა და ამიტომ პირდაპირ საკვების შემცირებით დავიწყე. დილით მივირთმევდი მაფინს, რომელიც შევცვალე კვერცხით და შვრიით. მაშინვე უკეთ ვიგრძენი თავი. ასევე, დიეტის რაციონს დავამატე ავოკადო და თევზი.
დიეტა რომ შევიცვალე, სპორტისთვის მეტი ენერგია გამომიჩნდა. დავიწყე საშინაო ვარჯიშით, მაგრამ ორი თვის შემდეგ საკმარისად თავდაჯერებული გავხდი იმისთვის, რომ სპორტდარბაზში წავსულიყავი. მართალია, პირველად მალევე წამოვედი, გამწარებული, მაგრამ შემდეგ იქ თითქმის ყოველდღე მივდიოდი.
მოვისმინე გაუთავებელი პოდკასტები ვარჯიშების შესახებ, შევისწავლე დეტალები ექსპერტებთან, თუ როგორ უნდა დავიკლო წონაში. ცხადია, ძალიან მინდოდა წონაში დაკლება და ისიც, რომ სხეული შემეცვალა, რათა თავი ძლიერად ვიგრძნო.
მე ბოდიბილდინგით დავკავდი და სწორად შევარჩიე ვარჯიშები, რომლებიც ჩემს კუნთებს მოუხდა. მაგალითად, ორშაბათს ფეხების კუნთებს ვტვირთავდი, სამშაბათს - მხრებსა და მუცლის კუნთებს და ა.შ.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კვების მონიტორინგი, მაგრამ გარდამავალი პრობლემები მხოლოდ პირველ კვირებში იყო. შემდეგ სხეული სიახლეს ეგუება და აღარ სურს ჭამა ძველი პრინციპების შესაბამისად.
იმედი მაქვს, რომ ჩემი ამბავი ხელს შეუწყობს მათ, ვინც რაიმე მიზეზით ვერ გადაწყვეტს დაიკლოს წონაში. იმედია, ჩემი არსებობა ცვლილებების სურვილს გაუჩენთ."