ერთი მხრივ, გახდომის პროცესი რთულია და ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს მარტივი მათემატიკური დავალებაა, რომელიც დებულებას - ნაკლებს მიირთმევ - ნაკლებს იწონი, ამართლებს. სამწუხაროდ, შაოლინელი ბერების მოთმინების უნარით და ნებისყოფით ბევრი ვერ გამოვირჩევით, ამიტომ უამრავი საშუალებაა არასასურველი წონის მოცილებისათვის და ამავდროულად, დისკომფორტის არქონა. მაგალითად, ძალიან მარტივია დათვალოთ შაქარი პროდუქტში. ერთად გავერკვეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი.
როგორ დავთვალოთ შაქარი
თქვენი იდეალური წონის გამოთვლა ნებისმიერ საანგარიშოზეა შესაძლებელი, ეშმაკობა კი იმაშია, რომ დღის განმავლობაში არ მიიღოთ 100 „შაქრის კალორიაზე“ მეტი. ბევრი ფიტნესინსტრუქტორი ამტკიცებს, რომ სწორედ შაქარი იწვევს ცხიმის მასის ზრდის პროვოცირებას მუცლის და თეძოების მიდამოში. საბოლოო ჯამში, დიეტოლოგებმა, მათ შორის, ხორხე კრუზმა გასახდომად ერთი ფორმულა შეიმუშავეს: იმისათვის, რომ გაიგოთ შაქრის კალორაჟი პროდუქტში, უნდა გაამრავლოთ ნახშირწყლების რაოდენობა ოთხზე. მაგალითად, საშუალო ზომის ბანანში 25 გ ნახშირწყალია, ხოლო შვრიაში 100 გრამზე 10 გრამი ნახშირწყალია. ასე რომ, ამ რიცხვების ოთხზე გამრავლება ნიშნავს, რომ დღეში შეიძლება მიირთვათ ერთი ბანანი ან 300 გრამი შვრის ფაფა. სხვა მეტი შაქრის შემცველი პროდუქტი არ უნდა მიიღოთ.
პროდუქტები ნახშირწყლების გარეშე
- კვერცხი
- ყვავილოვანი კომბოსტო
- სოკო
- ნიახური
- ყაბაყი (უნდა მიირთვათ 4 ყაბაყი იმისათვის, რომ 100 „შაქრის კალორია“ გამოვიდეს)
- ნახშირწყლების გარეშე დიეტა
- ქათმის მკერდი
- პურის ყუა
- ინდაურის ფარში
- ზეითუნის ზეთი
- შაშხი
- ხაჭო
ის, რაც გგონიათ ძალიან კალორიული, სინამდვილეში არ აფუჭებს სხეულს ისე, როგორც გვგონია. ხორხე კრუზის დიეტები სწორედ ამ პრინციპით მუშაობს, ყოველი საკვების მიღების დროს თეფზე 400 კკალორია უნდა იყოს, ხოლო ყოველი წახემსება - 50 კკალ. ჯამში გამოდის 1500 კკალ დღეში, რაც ნაყროვანებას შეგინარჩუნებთ და წონის ეფექტურად კლებაშიც დაგეხმარებათ.
როგორ დავთვალოთ შაქარი დღიურ რაციონში
- საუზმე - 200 გრამი ხაჭო და ბერძნული ნიგოზი ნახევარ ავოკადოსთან ერთად
- სამხარი - ნიახური და ბულგარული წიწაკა ნებისმიერი რაოდენობით
- სადილი - შემწვარი ან გამომცხვარი ქათმის ფეხი ყაბაყთან ერთად ან ისპანახის სალათით და ყვავილოვანი კომბოსტოთი.
- წახემსება - 30 გრამი მოხარშული ხორცი ჩერისთან ერთად.
- ვახშამი - ინდაურის კატლეტი ბროკოლთან ან კვერცხთან ერთად, დამატებული ფარშირებული ცილა ყველთან და მწვანილთან ერთად.
- წახემსება - იოგურტი ან ერთი ჭიქა კეფირი.
წყარო: sovkusom