მინუს 55 კგ: როგორ დავიკელი წონაში, რომ დიაბეტი თავიდან ამერიდებინა

მინუს 55 კგ: როგორ დავიკელი წონაში, რომ დიაბეტი თავიდან ამერიდებინა
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ექიმის მიერ მოცემული გაფრთხილება წონაში დაკლების მიზეზი ხდება. ჩვენმა რესპონდენტმა მისთვის საკმაოდ არასასიამოვნო პროგნოზი მოისმინა და მიხვდა, რომ დრო იყო, რაღაც გამოესწორებინა.

„25 წლის ვარ, ოფისში ადმინისტრატორად ვმუშაობ. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო მეტ სწრაფი კვების საჭმელს მივირთმევ, ჯანმრთელობა მიუარესდება. მე გადავწყვიტე მემოქმედა და ორ წელში 55 კილო დავიკელი.

ჩემი ისტორია

ადრე, დღის მანძილზე 3 სხვადასხვა ადგილას ვერ მივდიოდი, სიარული მიჭირდა. მოგზაურობა ჩემთვის ძალიან დამღლელი იყო და ვცდილობდი, ეს ყველასთვის დამემალა.
ტყუპის
გაჩენის შემდეგ მე კიდევ უფრო მოვიმატე და ამას სხვადასხვა პრობლემა დაემატა.
ნამდვილი სირთულეები მაშინ დაიწყო, როდესაც მე ძველის ჩაცმის ნაცვლად ახალი ნივთების ყიდვა მომიწია. გარდა ამისა, ექიმებმა პრედიაბეტის დიაგნოზი დამისვეს. დიახ, ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ წონაში დაკლებისთვის ეს საქმიანობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჩემთვის გარდამტეხი იყო ქმართან ერთად მოგზაურობა. დღეში დიდი მანძილი უნდა გაგვევლო და ჩემი 135 კილოგრამით გადაადგილება ძლივს მოვახერხე. შემდეგ პატარა გორაზე მდებარე პარკში ვაპირებდით ასვლას და მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო.
რატომ კეტო? ის უფრო მეტად ერგებოდა ჩემს ცხოვრების წესს, ვიდრე სხვა დიეტა. მე მიყვარს ცხიმიანი საჭმლის ჭამა და არა სალათები. გარდა ამისა, ხორცზე არანაირი შეზღუდვა არ არის, რაც ძალიან მომწონს.
მეორე ნაბიჯი კი კალორიების გამოთვლა იყო. ადრე, არასდროს მიფიქრია უფრო მეტი წყლის დალევაზე, ან, მაგალითად, ნაკლები შაქრის მიღებაზე.


რას მივირთმევ ახლა

  1. საუზმე: კვერცხი, ბეკონი ან ძეხვი, ყავა.
  2. სადილი: დიდი ბურგერი, ქათამი ბოსტნეულით ან რულეტი ხორცით და ყველით.
  3. შემდეგ: ზეთისხილი, ყველი, ლორი.
  4. ვახშამი: ხორცი ბოსტნეულით ან ყავისფერი ბრინჯით.

ჩემი ვარჯიშები

25 კილოს მოშორების შემდეგ ფიტნესკლუბში წავედი. თავიდან დავიწყე სარბენი ბილიკით და შემდეგ დარბაზში გადავედი. ვარჯიშები და სირბილი - ეს ყველაფერი თანდათან ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

რა დამეხმარა

წყალი. ეს ძალიან კარგია სხეულისთვის! ჩემი კანი გაცილებით სუფთა გახდა. ახლა უკვე შემიძლია მარტივად გავარჩიო წყურვილი შიმშილისგან.
დაბოლოს, შევწყვიტე წუხილი, თუ სასწორი პროგრესს არ მაჩვენებდა. წონა არ განგსაზღვრავთ თქვენ! მნიშვნელოვანია თქვენი ენერგიის მაჩვენებელი და ის, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე, ანუ როგორია თქვენი განწყობა. ახლა კმაყოფილი ვარ ყველაფრით. და დიაგნოზი „პრედიაბეტი“ აღარ მემუქრება.“

წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93