”25 წლის ვარ, ფსიქოლოგად ვმუშაობ. კალორიების კონტროლი, სპორტი, სირბილი - სწორედ ეს დამეხმარა 40 კილოს დაკლებაში.
ჩემი ისტორია
მეხუთე კლასში მივხვდი, რომ ბევრად უფროსს ვგავდი. რაც თავი მახსოვს, ჭარბწონიანი ვიყავი.
ადამიანები ხშირად დამცინოდნენ ჩემი სხეულის გამო. ამიტომ წონაში დაკლება არაერთხელ ვცადე, მაგრამ მაშინ ამას არაჯანსაღი გზით ვცდილობდი.
დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როცა უცებ დავიკელი 15 კილო, რაც მალევე უკან დამიბრუნდა.
პირობა დავდე, რომ ორშაბათს დავიწყებდი დიეტას, მაგრამ ის ორშაბათი არასდროს მოსულა.
დიეტების სხვადასხვა ვერსია შევისწავლე და კალორიების დეფიციტის თემას წავაწყდი, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩემი წონის გამო მე მქონდა მხოლოდ იმის უფლება, რომ დღეში 1400 კკალ-ზე მეტი არ მიმეღო. თუმცა ეს ბარიერი ყველასთვის ინდივიდუალურია.
ჩემი საყვარელი საკვების რაციონიდან ამოღება არ მომიწია. ასე რომ, თავი ცუდად არ მიგრძვნია. ქათმის ფრთები? მათი მომზადება შესაძლებელია სახლშიც, ნაკლები ზეთის გამოყენებით.
რას მივირთმევ ახლა:
- საუზმე: კვერცხი და ბეკონი.
- სადილი: დიდი სენდვიჩი ყველით, ლორით და სოუსით, რომელსაც ვაცხელებ ღუმელში და შესანიშნავი საკვები გამოდის.
- შემდეგ: კიტრი ან პომიდორი სოუსით, ყველით.
- ვახშამი: ხორცი ბოსტნეულით ან ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი.
ჩემი ვარჯიშები
თავიდან გადავწყვიტე, მწვრთნელთან მევლო. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცეკვაზე მევლო - და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ამის შემდეგ სირბილი დავიწყე და ახლა 10 კილომეტრის გავლა ერთ საათზე ნაკლებ დროშიც კი შემიძლია.
რა დამეხმარა
პირველ რიგში, ვცდილობდი ნაკლები შეცდომა დამეშვა. საკუთარ თავს ვაძლევდი შანსს და მსურდა მენახა შედეგი. შედეგი მყისიერად არ გამოჩნდება, მაგრამ თუ მცდელობა შეწყვიტეთ, ის აღარასოდეს იქნება!
მე ჩემი გამოცდილება სხვა ადამიანებს გავუზიარე და ამან ახალი მიღწევებისკენ მიბიძგა. აღარ მინდოდა თვითშეფასების დაკარგვა. ჩემი ახლობლების მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა.
წონის დაკლებასთან ერთად თავი დავაღწიე ფსიქოლოგიურ პრობლემებს და მნიშვნელოვნად გავიუმჯობესე კანის მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ ჩემმა ქმედებებმა ნამდვილად გაამართლა“.
წყარო: Cosmopolitan