"დავიკელი 18-საათიანი დიეტით" - ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გამომწერებს დაკლებული წონის საიდუმლოს უმხელს

"დავიკელი 18-საათიანი დიეტით" - ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გამომწერებს დაკლებული წონის საიდუმლოს უმხელს
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის გამომწერებს ფოტო გაუზიარა, სადაც საკმაოდ კარგად შესამჩნევია დაკლებული კილოგრამები. როგორც აღმოჩნდა, ნანუკა 18-საათიან, ე.წ. ფასტინგ-დიეტას იცავდა.

"დავიკელი 18-საათიანით. ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც." - დაურთო წარწერა თავის ფოტოს, სადაც მშვენივრად გამოიყურება.

18-საათიანი "შიმშილის დიეტა” ნიშნავს, რომ არ უნდა მიიღოთ  საკვები 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში,
მხოლოდ წყალი. შუალედს მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ შეარჩიოთ ისე, როგორც თქვენი დღის განრიგს შეესაბამება. რამდენიც უნდა იყოს თქვენი წონა და რაც უნდა ძნელად იკლებდეთ, 3 თვის გამავლობაში აუცილებლად გექნებათ სასურველი შედეგი. ცხადია, დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენსავე წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტა უკვე წლებია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ სწრაფი და ძალიან მაგარი შედეგი გსურთ, ეცადეთ, სწორი რაციონი შეარჩიოთ და დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი მაინც დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობას. ეს დაგეხმარებათ იყოთ ტონუსში. არ აჰყვეთ შუალედის დროს ნებისმიერ ცდუნებას, შეიქმნათ პოზიტიური განწყობა და შესანიშნავად გამოიყურებოდეთ. დიეტის მთავარი ღირებულება კი ის არის, რომ დაკარგულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე, როგორც ეს სწრაფი დიეტების შემდეგ ხდება.

შენიშვნა: დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს. წონაში დაკლების მსურველები მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, იცურავეთ ან დაკავდით ფიტნესით და სპორტის რომელიმე სახეობით და გადახედეთ კვების რაციონს - მიირთვით დაბალკალორიული საკვები. გამორიცხეთ ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები.

დიეტის ინდივიდუალური შერჩევისათვის კი უმჯობესია მიმართოთ დიეტოლოგს, რომელიც თქვენი ანამნეზის, მონაცემების მიხედვით შეგირჩევთ თქვენთვის მისაღებ კვების რეჟიმს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93