თუ ზედმეტი კილოგრამები ხელს უშლის თქვენს ცხოვრებას, თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ამისგან.
ასე რომ, ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა, წონაში დასაკლებად მოსახერხებელი ვარიანტი აერჩია და თავისი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა.
„მე 31 წლის ვარ. მაქვს მცირე ბიზნესი და ორ ბიჭს ვზრდი. ასევე, მწვრთნელიც ვარ. ავირჩიე შესაფერისი ვარიანტი და ეს ის რეჟიმია, რომლის დაცვის დროსაც მხოლოდ გარკვეულ შუალედებში იკვებები.
დიახ, ინტერვალებით კვებას ვგულისხმობ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეში მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით დავდივარ. ჯამში სულ 35 კილოგრამი დავიკელი.
ჩემი ისტორია
ჭარბი წონის პრობლემები, ჩემს შემთხვევაში, დაიწყო ჩემი მეორე ორსულობის დროს. მშობიარობის შემდეგ წონა კვლავ მატულობდა.
მივხვდი, რომ ორსული ქალების ტანსაცმელშიც კი ვეღარ ვეტეოდი და უფრო დიდი ზომის ტანსაცმლის შეძენა დავიწყე.
სარკეში თავი ვეღარ ვიცანი.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ნელ-ნელა ოჯახთან კონტაქტს ვწყვეტდი.
ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად აუზზე ჩემ გარეშე წავიდა, მე კი სახლში ვიჯექი და ვიტანჯებოდი.
როდესაც მივხვდი პრობლემის სიღრმეს, გადავწყვიტე, რომ ძალა უნდა მომეკრიბა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თავისთვის არ ამეკრძალა ყველაფერი.
შევწყვიტე მეჭამა საღამოს 7 საათის შემდეგ და შიმშილის გრძნობას უფრო მეტად ვაქცევდი ყურადღებას.
რას მივირთმევ ახლა
- საუზმე: ვარჯიშის შემდეგ ვსვამ ცილოვან სმუზს, რომელსაც დესერტის გემო აქვს.
- შემდეგ: დიეტური პური (ხორბლის), კვერცხი, თხილი, ბოსტნეული.
- სადილი: ხორცისა და ისპანახის სალათა.
- ვახშამი: თევზი ბოსტნეულით ან მაკარონი.
ჩემი ვარჯიშები
მარტივი მოძრაობებით დავიწყე. ადრე რაღაც მიუღწეველ მიზნებს ვაყენებდი წინ და მსგავს ქმედებებს თავი დავანებე.
გადავწყვიტე თანდათანობით წავსულიყავი წინ: დღეში ნახევარი საათით მევარჯიშა.
ბავშვი ეტლში ჩავსვი და სასეირნოდ წავედი. შემდეგ დავიწყე ველოსიპედით სიარულიც. ზოგჯერ ვცეკვავდი ან ჰანტელებით ვვარჯიშობდი.
თანდათან სხეული უფრო მეტად შეეჩვია ამ ყველაფერს. განწყობაც სხვანაირად შემეცვალა.
რა დამეხმარა
დავიწყე დაკვირვება იმაზე, თუ რას მივაღწიე. ვაქვეყნებდი რეალურ ფოტოებს.
მეგობრები და გამომწერები მხარს მიჭერდნენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სამოტივაციო ძალა იყო. თუ მე შევძელი, მაშინ ეს ნებისმიერს შეუძლია!"
წყარო: Cosmopolitan