თუ ექიმები გეუბნებიან, რომ ჭარბმა წონამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ავნოს და ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ, დროა, ამაზე რეაქცია გქონდეთ!
ჩვენი გმირისთვის ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მას სჯერა, რომ მსგავს რამესთან გამკლავება ყველას შეუძლია.
”23 წლის ვარ, ექთნად ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც კვების კონტროლი დავიწყე, ორი წლის განმავლობაში 50 კილოგრამი დავიკელი.
ჩემი ისტორია
ჩემი წონის მაჩვენებელი წინ და უკან დახტოდა. ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ მე უფრო ძვალმსხვილი ვარ, ჩემი სუსტი და მაღალი დისგან განსხვავებით.
თავს ვიტანჯავდი დიეტებით და სპორტით, შემდეგ კი ვჭამდი ყველაფერს, რაც ჩემს ყურადღებას მიიქცევდა.
უნივერსიტეტში ცეკვით დავინტერესდი, მაგრამ სარკეში ჩემი ანარეკლის დანახვის შემდეგ სიძულვილი მეუფლებოდა, რაც ხელს მიშლიდა.
გასულ წელს დარბაზში სიარული დავიწყე, ყოველდღე სეირნობა და კალორიების დათვლა. სწორედ ეს დამეხმარა 10 კილოგრამის დაკლებაში.
შემდეგ უეცრად მუხლის ოპერაცია დამჭირდა, დეპრესიაში ჩავვარდი და ბოლოს 120 კილო გავხდი.
უკვე კიბეებზე ასვლაც კი აღარ შემეძლო, აღარც სარკეში მსურდა ჩახედვა. წნევა ამეწია, ექიმებმა კი ივარაუდეს, რომ ორ წელიწადში დიაბეტიც განმივითარდებოდა.
მივხვდი, რომ ცვლილებების დრო იყო და გარდა ამისა, ახალი ზომის ტანსაცმლისთვის ფული არ მქონდა. როგორ შევძლებ მოვუარო სხვებს, თუ საკუთარ თავზე ვერ ვიზრუნებ?
კვების თითოეული ნაწილი ცალკეულად შევაფასე და ეს დამეხმარა!
რას მივირთმევ ახლა
- საუზმე: ორი კვერცხი, ტოსტი, ცხარე სოუსი, ხილი, ჩვეულებრივი იოგურტი.
- სადილი: ინდაური ან ქათამი ისპანახით და ხახვით.
- შემდეგ: ბრინჯის ნამცხვარი, ცილოვანი ბატონები, ბოსტნეული.
- ვახშამი: მაკარონი ხორცის გარნირით.
ჩემი ვარჯიშები
პირველ თვეებში მხოლოდ იოგით ვიყავი დაკავებული, შემდეგ ვარჯიში დავიწყე. ახლა კვირაში 3-4-ჯერ ვარჯიშზე ვარ, ან სახლში ვინაზღაურებ.
მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ხშირად მოძრაობა, თუნდაც ეს ნამდვილი სპორტი არ იყოს!
რა დამეხმარა
ჩემი საყვარელი საკვები შევცვალე მათი ჯანსაღი ვერსიებით. მაგალითად, ღორის ხორცის ნაცვლად ქათამს მივირთმევ.
გარდა ამისა, თვალყურს ვადევნებ ყველაფერს, რასაც მივირთმევ და ვხვდები, თუ რამდენად ცუდად მოქმედებდა ჩემს ჯანმრთელობაზე ცხიმიანი სოუსები და ჩიფსები.
ჩემი წონის დაკლების პროცესი სულაც არ იყო მარტივი და სწრაფი. თავიდან მეგონა, რომ ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წონა გაიყინა. მაგრამ შემდეგ მოძრაობა გააგრძელა! ახლა შეჩვეული ვარ სწორად ჭამას და სავარაუდოდ, უკან აღარასდროს დავბრუნდები.“
წყარო: Cosmopolitan