არა დიეტა- არამედ ცხოვრების წესი! როგორ დავიკელი 45 კგ დეპრესიისგან თავის დასაღწევად

არა დიეტა- არამედ ცხოვრების წესი! როგორ დავიკელი 45 კგ დეპრესიისგან თავის დასაღწევად
სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანები სპორტულ ცხოვრებას იწყებენ და სწორი კვების რეჟიმს ირჩევენ. ჩვენი გმირი მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა ჭარბ წონას და თვლის, რომ ყველას შეუძლია მისი დამარცხება!

”მე 22 წლის ვარ, ვცხოვრობ ნიუ-იორკში. წლების განმავლობაში დეპრესია მიყალიბდებოდა და გადავწყვიტე საკუთარ თავზე მეზრუნა. კალორიების დათვლისა და ძალისმიერი ვარჯიშის საშუალებით, 1 წელში 45 კილოგრამი დავიკელი.

ჩემი ისტორია

ადრეც ვცდილობდი წონის დაკლებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა და გავბრაზდი, ამიტომ თავს მალე ვანებებდი. დროთა განმავლობაში არასწორი ურთიერთობა დამიმყარდა საკვებთან და არ
მინდოდა ამ პრობლემის აღიარება.
2016 წელს სავარჯიშო დარბაზში მივედი, ბევრი რამ გავიგე სპორტის შესახებ, მაგრამ შემდეგ მაინც მივატოვე. იმ ურთულეს პერიოდში 130 კგ-ს ვიწონიდი.
მეზიზღებოდა შოპინგი, რადგან რაც მომწონდა არაფერი მერგებოდა.
შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ დეპრესიაში ვიძირებოდი და სპეციალისტთან მივედი. არ მინდოდა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩემი პრობლემებისთვის მიმეძღვნა.
ერთი წლის წინ გადავწყვიტე სერიოზულად მომეკიდა ხელი ჯანმრთელობისთვის და ნელ-ნელა შედეგიც დადგა.

რას მივირთმევ ახლა

  1. საუზმე: თოხლო კვერცხი და ტოსტი მარწყვის მურაბით ან ყველით, ცილოვანი შეიკი.
  2. სადილი: წვნიანი! სუპები ნამდვილად მიყვარს და ხშირად ვამზადებ.
  3. შემდეგი საჭმელი: ხილი, ყველი, თხილი.
  4. ვახშამი: ქათამი ბოსტნეულით და ყველით, საქონლის ხორცი ბრინჯით და ბოსტნეულით.



ჩემი ვარჯიშები

დავიწყე მცირე ხნიანი ვარჯიშებით, მაგრამ მალე კვირაში ხუთჯერ ვარჯიშზე გადავედი. სარბენ ბილიკზეც ვვარჯიშობდი, შემდეგ კი იყო ვარჯიშები სხვადასხვა კუნთებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროგრამის პოვნა, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მომცემდა.
შემდეგ მე შემიყვარდა სირბილი და 5 კმ-იან მარათონში ჩავერთე, მაგრამ კორონავირუსის გამო გეგმები შემეცვალა. შემდეგ კი დავიწყე სირბილი მიმდებარე პარკში და ეს არანაკლებ დამეხმარა.


რა დამეხმარა

მე მთლიანად ჩავერთე პროცესში. თქვენ არ უნდა დანებდეთ, თუ შედეგი დაუყოვნებლივ არ ჩანს, ის მალე გამოჩნდება! დისციპლინა და ყველაფრის შეცვლის სურვილია მნიშვნელოვანი.
მეორე მომენტი - თავს არ ვაძალებდი უარი ეთქვა ყველაფერზე, რაც მიყვარს. დავიწყე ნორმალურად ჭამა, დიეტის საზღვრებს მიღმა გასვლის გარეშე. ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ არა მაშინვე!
როდესაც ორი თვე გავიდა და ფოტოები გადავიღე, პროგრესი ნამდვილად შეინიშნებოდა..
ერთ წელიწადში დავიკელი 45 კილოგრამი და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში! "


წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93