მინუს 40 კგ: როგორ დავიკელი წონაში ჯანსაღი კვების სასიამოვნო პროცესად გადაქცევით

მინუს 40 კგ: როგორ დავიკელი წონაში ჯანსაღი კვების სასიამოვნო პროცესად გადაქცევით
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას უფრო გაუჭირდება გააკეთოს ის, რაც არ მოსწონს, ვიდრე პირიქით. ჩვენი გმირი შეეცადა ისეთი პროდუქტები აერჩია, რისი მირთმევაც მოსწონდა, შემდეგ კი წარმატებას მიაღწია.
”მე 30 წლის ვარ. ვმუშაობ პატარა კომპანიაში. ეს კომპანია იმ ქალებს ეხმარება, რომლებსაც ჰორმონალური დარღვევები აქვთ და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. როდესაც დავიწყე კვების რაციონზე დაკვირვება და სპორტით ტკბობა, სწრაფად დავიკელი 40 კილოგრამი.

ჩემი ისტორია

შვიდი წლის ასაკიდან მე მქონდა პირველი ტიპის დიაბეტი, მოგვიანებით კი პოლიკისტოზური დაავადებაც დამიდგინეს. ცხადია, დაავადებების
ასეთი ნაკრების წყალობით, წონაში მომატება ადვილი იყო და ზედმეტი კილოგრამების მოშორება თითქმის შეუძლებელი იყო. ექიმებმა მირჩიეს, ნაკლები მეჭამა და მეტი მემოძრავა, მაგრამ მე მათ არ ვუსმენდი და ისე ვიქცეოდი, ვითომ ყველაფერი კარგად იყო.
წლებთან ერთად ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა და ტკივილისგან ვიტანჯებოდი. დაახლოებით 100 კილოგრამს ვიწონიდი და ვღელავდი, რომ ცხოვრება ასეთ ვითარებაში გადიოდა. გასაგები იყო, რომ რაღაცის შეცვლა მჭირდებოდა.
დავიწყე ჩემი საყვარელი საკვების ნაკლებად მავნე ვარიანტებით ჩანაცვლება. დროთა განმავლობაში გადავედი დაბალი ნახშირწყლების და ცილების შემცველ დიეტაზე, რომელიც შაქრის გარეშეა.


რას მივირთმევ ახლა:

  1. საუზმე: ერთი ჭიქა წყალი და აბი
  2. სადილი: წიწიბურა, ტოსტი, „ფეტა ყველი“, კვერცხი, ავოკადო, ბოსტნეულის სალათა
  3. შემდეგ: ბოსტნეული, კვერცხი, თხილი.
  4. ვახშამი: ხორცი ბოსტნეულით ან ლობიოთი.



ჩემი ვარჯიშები

სპორტთან ურთიერთობა კარგად არ გამომდიოდა. გამუდმებით მაწუხებდა ტკივილი, მუხლები მტკიოდა. დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის ზოგი პრობლემა გადავწყვიტე და უფრო ენერგიული გავხდი. ასევე, მიყვარს ველოსიპედით სეირნობა.

რა დამეხმარა

პირველ რიგში, მივხვდი, რომ წონის დაკლება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური პროცესია. როდესაც რეგულარული დიეტის დაცვა ვცადე, არაფერი გამომივიდა. და როდესაც გადავწყვიტე ცხოვრება უფრო სასიამოვნო გამეხადა, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მცირეწლოვან ბავშვებს ვუთხრათ, რომ ისინი მსუქნები არიან. ეს ნეგატიურად მოქმედებს თვითშეფასებაზე და საბოლოოდ მხოლოდ ხელს უშლის წონის დაკლებას.
გარდა ამისა, ვეძებ საჭმლის მომზადების გზებს, რომ ეს საკვები მომეწონოს, თორემ სხვაგვარად შეგუება ვერ მოვახერხე.
შედეგად, ორი წლის განმავლობაში დავიკელი 40 კილოგრამი. ეს არ არის ძალიან სწრაფი შედეგი, მაგრამ ეს პროცესი მომეწონა და ზუსტად ვიცი, რომ შედეგის შენარჩუნება შემიძლია”.


წყარო: Cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93