სინამდვილეში, წონის დასაკლებად, თქვენ არ გჭირდებათ ბევრი ფულის გადაყრა, არც იმისთვის, რომ ინფორმაცია მოიპოვოთ. მიზნის მისაღწევად თქვენ უბრალოდ გჭირდებათ მცირე ნებისყოფა და სულ ესაა!
„მე 25 წლის ვარ, მენეჯერად ვმუშაობ პატარა კომპანიაში. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება მქონდა და მუხლების ტკივილი მაწუხებდა, ამიტომ ექიმს ვესაუბრე, შემდეგ კი დავიწყე ჯანსაღად კვება და ვარჯიში.
შედეგად, 50 კილოგრამზე მეტი დავიკელი.
ჩემი ისტორია
გამუდმებით ვჭამდი, სტრესში ვიყავი, შემდეგ სიხარულს ვგრძნობდი, როცა მაცივარს ვაღებდი და ჩუმად ვაცარიელებდი. ვარჯიშისთვის კი ყოველთვის მაკლდა ძალა და სურვილი. როდესაც 21 წლის გავხდი, მუხლის ოპერაცია გავიკეთე და ამის შემდეგ სიარული ძალიან გამიჭირდა. ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ ჭარბი წონის გამო შეიძლება მეორე მუხლიც მსგავს მდგომარეობაში ჩამვარდნოდა.
ნამდვილად არ მინდოდა ინვალიდი გავმხდარიყავი 23 წლის ასაკში! სურვილი გამიჩნდა - დამეკლო წონაში და ჯანმრთელი გავმხდარიყავი.
მე ალერგიული ვარ რძის პროდუქტებისა და სოიოს მიმართ, ამიტომ თავიდან ნამდვილად არ მესმოდა რისი ჭამა შეიძლებოდა. უსარგებლო საკვების მიღება ადვილი გამოსავალია, მაგრამ ახლა სწრაფი კვების ობიექტები მკაცრად უნდა შემეზღუდა.
მე შევამცირე კალორიების მიღება კალკულატორის გამოყენებით და შევეცადე რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყლები მიმეღო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ყოველი პატარა გამარჯვება დიდ ძალას მაძლევდა.
ჯერ გადავხედე ჩემი საუზმის მენიუს, შემდეგ სადილს და ვახშამს. საკუთარ თავს თვეში ორჯერ ვაძლევდი უფლებას, რამე ისეთი მეჭამა- რაც ძალიან მიყვარდა და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ განწყობა შემენარჩუნებინა.

რას მივირთმევ ახლა
- საუზმე: სენდვიჩი კვერცხით და ლორით, ან გახეხილი კვერცხი ავოკადოთი.
- სადილი: სალათი ქათმის ხორცით, ან ინდაურით და ბოსტნეულით.
- სადილის შემდეგ: ცილოვანი ბატონები, ბანანი, ვაშლი.
- ვახშამი: თევზი, ან საქონლის ხორცი ბოსტნეულით.

ჩემი ვარჯიშები
ძალიან რთული იყო ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ბოლოს შემიყვარდა. თავიდან დაღლილი ვიყავი, მაგრამ თავს ვიმხნევებდი, რომ 15 წუთი ვარჯიშიც მშვენიერია. ცხადია შემდეგ დრო გავაუმჯობესე.
ორი თვის შემდეგ, მე ვიპოვნე სავარჯიშო ვიდეოები, რომლებიც სახლში ვარჯიშს გვასწავლიდა. იყო ცეკვა, კრივი და ძალისმიერი ვარჯიშები, ძალიან მომწონდა და ბოლოს სპორტშიც ჩავერთე.
ერთი წლის შემდეგ, თითქმის 40 კილოგრამი დავიკელი, ფიტნეს კლუბში წავედი და სავარჯიშოების არსენალი მნიშვნელოვნად გავაფართოვე. შემდეგ კი გადავწყვიტე მწვრთნელიც გავმხდარიყავი!

რა დამეხმარა
მთავარი, რაც მე გავიგე არის ის, რომ თქვენ არ უნდა გაკიცხოთ საკუთარი თავი, თუ შეწყვეტთ რბოლას. მნიშვნელოვანია, რომ მას დავუბრუნდეთ! მაგალითად, პიტნის საღეჭი რეზინი დამეხმარა, რომ საკვების მირთმევის მაგივრად ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
გარდა ამისა, უკეთ მესმოდა საკუთარი თავის და სურვილების.
წელიწადნახევარში 50 კილო დავიკელი და მივუახლოვდი ჩემს იდეალურ წონას. მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერმა იმუშავა და ზუსტად ვიცი, რომ წონაში დაკლება სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ჩანს! „

წყარო: Cosmopolitan