მინუს 100 კილო! როგორ დავიკელი წონაში კეტოთი, ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად

მინუს 100 კილო! როგორ დავიკელი წონაში კეტოთი, ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად
ჩვენი გმირი დარწმუნებულია, რომ 100 კილოგრამის დაკლება სავსებით შესაძლებელია, რადგან მან ეს გააკეთა.

„გამარჯობა, მე სტეისი გახლავართ, 30 წლის, ფინანსური მრჩეველი ვარ. დიახ, მე ნამდვილად დავიკელი 100 კილოგრამი!
ჩემს თავზე ბევრი ვიმუშავე, ყველაფერი გამოვიდა და ახალ წონას ვეგუები.
დასაწყისისთვის გეტყვით, რომ მრავალი წლის განმავლობაში ყველაფერს ვჭამდი.
შემდეგ მკაცრ დიეტას მივმართავდი და წონა წინ და უკან დახტოდა. ეს არასდროს ყოფილა ჯანსაღი დიეტა და დიეტის დასრულების შემდეგ წონა ყოველთვის ბრუნდებოდა ან მატულობდა კიდეც.


როგორ შეიცვალა ყველაფერი

დღემდე მახსოვს
ეს დღე - 2017 წლის 14 სექტემბერი. ჩემი ჯანმრთელობა ყოველდღე უარესდებოდა. 28 წლის ასაკში უკვე მქონდა მაღალი წნევა, ასთმაც მტანჯავდა.
ჩემთვის რთული და მტკივნეული იყო გადაბმულად 5 წუთზე მეტხანს სიარული და დგომაც კი.
იმ დღეს სასწორზე დავდექი და იქ დავინახე ციფრი - 160. ეს იყო წონა ადამიანის, რომლის სიმაღლე 153 სმ არის. სარკეში ჩავიხედე და ცრემლები წამომივიდა. ვგრძნობდი, რომ თუ სასწრაფოდ არ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, ის მალე დამთავრდებოდა... მივხვდი, რომ წონაში დაკლება მჭირდება, რათა ნაადრევად არ მოვკვდე.


ჩემი დიეტა

მე არ მქონდა სწორი დიეტის მონახაზი, არ გამიკეთებია ოპერაცია, არ მყავდა პირადი ტრენერი ან დიეტოლოგი. მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების გადარჩენა მინდოდა და გამბედაობა გამოვიჩინე.
დავიწყე ყველაფრის ჩაწერა/კონტროლი - რასაც ვჭამ და კალორიების დათვლა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომელი საკვებია ჯანსაღი და რომელი არა. დროთა განმავლობაში გადავედი მკაცრ კეტო დიეტაზე. ეს დიეტა შესანიშნავი იყო ჩემი გრძელვადიანი გეგმებისათვის. ასე რომ, გავაკონტროლე ჩემი კვების რაციონი, გავყევი კალორიების დეფიციტს და კეტოს რეცეპტების მომზადება დავიწყე.
მე მესმის, რომ ეს მიდგომა ყველასთვის შესაფერისი არ არის.
მეორე, რაც გავაკეთე: ადრე მუდმივად ვჭამდი სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდ საკვებს, რადგან ძალიან ზარმაცი ვიყავი, საჭმლის ყიდვა და საჭმლის მომზადება მეზარებოდა. ახლა მე უკვე სხვა არჩევანი აღარ მქონდა: კვების რაციონი სწორად უნდა შემერჩია. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მარტივი და ჯანსაღი საკვები მიმეღო. შაქრის მიღებაც შევწყვიტე... შემდეგ მივხვდი, რომ დღეში ორჯერ ჭამა ჩემთვის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სამჯერ ან ხუთჯერ.



რას მივირთმევ ახლა

  1. საუზმე: ყავა ნაღებით, უბრალო იოგურტი ან ცილოვანი ბატონები.
  2. სადილი: ჩილი ან დიეტის შესაბამისი კერძი, რომელსაც თქვენი ფანტაზიით მოამზადებთ.
  3. ვახშამი: თევზი ან ხორცი ბოსტნეულით.
  4. განსატვირთად: თხილი, მზესუმზირა


რა დამეხმარა

დავიწყე საკუთარი თავისა და ჩემი სხეულის საჭიროებების პატივისცემა.
მივხვდი, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე მხოლოდ მე შემეძლო ზრუნვა.
შედეგად, წელიწად-ნახევარში დავიკელი 100 კილოგრამი - და ნახევარი წლის განმავლობაში ამ წონას ვიცავდი. არასოდეს არის გვიანი ახალი ცხოვრების დაწყება!"


წყარო: cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93