„გააზრებულად კვება“: როგორ მიირთვათ რაც გსურთ, ისე რომ წონაში არ მოიმატოთ!

„გააზრებულად კვება“: როგორ მიირთვათ რაც გსურთ, ისე რომ წონაში არ მოიმატოთ!
თუ თქვენი სხეულის მოსმენას ისწავლით, ყველაფრის ჭამა შეგეძლებათ.

  • როგორ? ამაში ტატიანა პროკოფიევა გაგვარკვევს, ფსიქოლოგი და კვების სპეციალისტი.

რა არის გააზრებულად კვება, როცა ორიენტირი გონებაზეა?

ამგვარი კვების მთავარი იდეა ისაა, რომ თქვენს სხეულს თქვენზე უკეთ ესმის, სინამდვილეში მშიერია, თუ არა.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვუსმინოთ მას.


პირველი სავარჯიშო

"გონებით ჭამა", როგორც  მიმართულება, ჯონ ზეინის მიერ დამკვიდრდა. ის გახლავთ ბიოლოგი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი აშშ- ში, რომელმაც პირველმა შესთავაზა მედიტაციის
პრაქტიკის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის და დაიწყო ცნობიერების პრაქტიკის პოპულარიზაცია.
მის სემინარებზე მოსწავლეები ცდილობდნენ საკვებისადმი ყურადღების გამახვილებას და დამოკიდებულების შეცვლას. ისინი მიირთმევდნენ ერთ პროდუქტს, რამდენიმე ეტაპად და მცირე პორციებით, რაც კმაყოფილების განცდას უჩენდათ.
სტატიაში გელით რამდენიმე მთავარი კითხვა, რაც  საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოთ უამრავ უსარგებლო აზრს და დაბრუნდეთ დღევანდელ მომენტში, იმ მდგომარეობაში, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ დატკბეთ ყველაფრით.
  1. „გონების გამოკვების“ ძირითადი პრინციპები იქიდან გამომდინარეობს, რომ ზოგადად გონებამახვილობა არის თქვენი ყურადღების კონტროლის, მისი გადართვის და დაჭერის უნარი.
  2. დარჩით ახლანდელ მომენტში და დაუკავშირდით თქვენს სხეულს.
  3. იპოვეთ კვების ის ვარიანტები და ის რეცეპტები, რომლებიც არამარტო სწორად კვებას ასწავლის თქვენს სხეულს, არამედ სიამოვნებასაც მოგიტანთ.



დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

  • რამდენ კილოგრამს მმატებს ის, რასაც ვჭამ?
  • რა საჭმელი მსიამოვნებს?
  • რამდენად სასიამოვნოა ის, რასაც ვჭამ?
  • როგორ შემიძლია გამოვასწორო ჩემი კვების რეჟიმი (სწორი კვების არჩევის გზით, მომზადების მეთოდით, საკვების რაოდენობით და მისი მიღების მეთოდით)

მიიღეთ საკუთარი თავი, გამოიყენეთ თქვენი გრძნობები და ფიზიკური შეგრძნებები, რათა აირჩიოთ საკვები, რომელიც არ მოგწყინდებათ და ამავე დროს მუდმივად არ მოგინდებათ. თქვენი არჩევანი და გამოცდილება უნიკალურია და არ უნდა ემთხვეოდეს სხვათა გამოცდილებას.
არ არსებობს სწორი და არასწორი კვება! არსებობს მხოლოდ საკუთარი თავის და თქვენი სიგნალების გაგების სხვადასხვა ხარისხი.


  • რა სახის საკვები მომწონს? (შეგიძლიათ, მაგალითად, დაწეროთ თქვენი საყვარელი საკვების სია.)
  • რა თანმიმდევრულობა მომწონს? მყარი, რბილი, ხრაშუნა?
  • როგორი გემოები მომწონს? მწარე, მარილიანი, ტკბილი?
  • კიდევ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კვების პროცესში? (შეიძლება არასდროს საუზმობთ, ან საუბრის დროს კომპანიონთან ერთად ჭამა გირჩევნიათ, ან ჭურჭლის ფერი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.)

ნუ განიკითხავთ საკუთარ თავს და საკვებს.

კარტოფილი არის ბოსტნეული და არა „ის, რაც ცხიმად გარდაიქმნება“
ბანანი არის ხილი და არა „ყველა სახამებელი და შაქარი“.
პური არის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი და არა „სიმსუქნის მიზეზი“.
სხვადასხვა საკვებს განსხვავებული თვისებები აქვს.
მათ სხვადასხვა რაოდენობის კალორიების შემცველობა და განსხვავებული შემადგენლობა აქვთ. ამასთან, ეს მათ ერთმნიშვნელოვნად არ აქცევს- ცუდ / მავნე / სასარგებლო საკვებად. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს მოსწონს კარგად დაბეგვილი ხორცი, როგორც მათი მთავარი კვების პროდუქტი, ზოგს კი არა. ვიღაცას ვაშლი სძულს და ა.შ..


დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

  • რომელი საკვები მიმაჩნია ცუდად?
  • რა იდეები მაქვს, როგორ ვჭამო სწორად?
  • ახლა შეჩერება შემიძლია? რა არის ოპტიმალური?
  • ახლა, როცა ასეთი საკვები ჩემთვის ხელმისაწვდომია,  ესსაშუალებას მომცემს, რომ ვიგრძნო სისავსე და ასევე სიამოვნება? თუ ასე არაა, რა ალტერნატივის გამოძებნა შემიძლია?
თუ გესმით თქვენი სხეულის სიგნალები, მაშინ ისინი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება: როდის ჭამო, როდის გაჩერდე და რომელი საკვები აირჩიო.
როცა ჩვენი სხეული არ გვიყვარს და არც გრძნობებს ვუსმენთ, ხდება შემდეგი რამ:
- წონის მომატება - დანაშაულის გრძნობა - მუდმივი დიეტები.. ჭამა ხდება ერთ-ერთი მთავარი გზა თქვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად, რომელთა გადასაჭრელად ჯერ არ ხართ მზად. ზოგჯერ ეს აშკარა კავშირია და ზოგჯერ პირდაპირ ამბობთ: „წონაში დავიკლებ და დავიწყებ ჩემ პირადს მივხედავ“. ან: „წონაში დავიკლებ და სამსახურს შევიცვლი“.


როგორ განვასხვავოთ ფიზიკური შიმშილი ემოციური შიმშილისგან?


ფიზიკური შიმშილი:

თანდათან ვითარდება;
იწყება ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ;
იწვევს დისკომფორტს მუცლის არეში;
შეუძლია კმაყოფილი იყოს ნებისმიერი სახის საკვებით;
იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას ჭამის შემდეგ.


ემოციური შიმშილი:

მოდის მოულოდნელად;
შეიძლება ჭამის შემდეგ მალე იგრძნოთ;
სურს მხოლოდ გარკვეული პროდუქტის, ან კერძის მირთმევა (მაგალითად, მხოლოდ ხორცი, ან ნამცხვარი გინდა);
გაქრობის შემდეგ იწვევს დანაშაულის განცდას.
პატივი ეცით თქვენს სხეულს და თქვენს გრძნობებსაც.
ზოგჯერ- წონის, სხეულის ვიზუალის ან კვების სირთულეების საკითხი უბრალოდ გზაა, რომელსაც უფრო ღრმა გამოცდილებამდე მივყავართ.



წყარო: Cosmo

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93