დილით, 7-იდან 8-ის ნახევრამდე სირბილით ყველაზე მეტ კალორიას დაწვავთ - როგორ ვირბინოთ სწორად

დილით, 7-იდან 8-ის ნახევრამდე სირბილით ყველაზე მეტ კალორიას დაწვავთ - როგორ ვირბინოთ სწორად
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც ქალბატონები ზაფხულის დადგომასთან ერთად ვიღებთ, დილით ან საღამოს სირბილია.

მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ის, თუ როგორ აკეთოს ეს სწორად, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს და დაკარგოს ზედმეტი კილოგრამები.

ალბათ, ყველას გვახსოვს სასკოლო ფიზკულტურა, სადაც შორ მანძილზე სირბილი ყველას ტანჯვა-წამებად მიგვაჩნდა. ამიტომ პირველივე დღეს რომ არ დავკარგოთ სირბილის სურვილი, "და ქალი"მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ვირბინოთ სწორად.

დრო


6:30-ი
დან 7:30-ამდე კუნთის აქტივობის პირველი პიკი. თუ სირბილს დილაობით გადაწყვეტთ, სწორედ ეს დროა იდეალური,
რადგან ორგანიზმი ამ დროს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე ხარჯავს კალორიებს.

11:00-იდან 12:00-ამდე კუნთის აქტივობის მეორე პიკი. ეს პერიოდიც ერთ-ერთ საუკეთესო დროდ ითვლება სირბილისთვის. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ ამ პერიოდისთვის ორგანიზმი უკვე სრულადაა გააქტიურებული და ინტენსიურად წვავს კალორიებს, რაც შედარებით მეტ დატვირთვას მოითხოვს.

16:00-იდან 18:00-ამდე კუნთების აქტივობის მესამე პიკი. ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს იმ კალორიებს, რომლებიც დაგროვილია ცხიმოვან ქსოვილში, რაც ხელს უწყობს დასუსტებას.

სასურველია, ირბინოთ ცარიელ კუჭზე. ჭამიდან, მინიმუმ, ორი საათის შემდეგ, რადგან ასეთ დროს ნახშირწყლების უმეტესობა უკვე დახარჯულია, რის გამოც უფრო სწრაფად ხდება ცხიმების დაშლა და შესაბამისად, სწრაფადაც დაიკლებთ.

სირბილის ტემპი და ინტენსიურობა

Related image
ორგანიზმი ენერგიას სირბილის პირველ 40 წუთში ხარჯავს. ამ დროს ხდება ნახშირწყლების დაწვა. ხოლო 40 წუთის შემდეგ უკვე იწყება ცხიმების დაშლა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ საჭიროა ირბინოთ არანაკლებ ერთი საათისა და მინიმუმ 3-ჯერ კვირაში.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაწვათ კალორიები და დაიკლოთ წონაში, ირბინეთ ჩქარი და ნელი ტემპის მონაცვლეობით. ასეთ შემთხვევაში, გადაღლის გარეშე, საათში 350-500 გრამს მოიკლებთ.

პოზა


სირბილისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პოზა წარმოადგენს. სასურველია, თავი გეჭიროთ სწორად, მხრები მოშვებული, ხელები იდაყვებში მოხრილი, ტერფი კი დადგით ჯერ ქუსლზე და შემდეგ გადადით ცერზე.

სუნთქვა


ისუნთქეთ ცხვირით და ნახევრად ღია პირით - სირბილის დაწყებისას ღრმად და იშვიათად, აჩქარებისას კი სუნთქვაც გაახშირეთ. სუნთქვის თვლა შემდეგნაირია: 2-3 ნაბიჯზე შესუნთქვა და 2-3 ნაბიჯზე ამოსუნთქვა.

სამოსი

Image result for running gif
სპორტული სამოსი უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას. სასურველია, ზაფხულში ატაროთ ღია ფერის სამოსი, რათა არ მიიზიდოთ მზის ზედმეტი ენერგია. ცივ და ქარიან ამინდში ეცადეთ, ჩაიცვათ შედარებით თბილად.

განსაკუთრებული ყურადღება კი ცივ ამინდში კისრისა და თავის მიდამოს მიაქციეთ, რადგან ზუსტად ამ მიდამოებზე მოდის სხეულის სითბოს 40%-ის დაკარგვა.

სითხის მიღება


სირბილის დროს აუცილებელია სითხის მიღება, რადგან ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს 4-ჯერ მეტ სითხეს, ვიდრე ზოგადად. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, სირბილის დროს ყოველთვის თან იქონიოთ სასმელი.

ნინო ჯანიძე
ჟურნალი "და ქალი"

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 12 /
levani
ვინ გითხრათ რომ თქვენით ირბინეო? როგორ შეიძლება თქვენ რაროსაც გინდათ ირბინოთ. ჯერ მთელი პროცედურებია გასავლელი ექიმთან,პირველ რიგში კარიოლოგთან ვიზიტი და ექიმის რჩევები თურა რესურსით უნდა ატვირთო გული !!!
12:52 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ეტა
ყოველ დღე .. საღამოს 11 ის ნახევარზე დავრივარ და არანაირად არ მიჭირს ... არც წყალი დამაქვს და არც არაფერი.. თან წყალს თუ დალევ და სორბილს გააგრძელებ ჭვალი დაგადგება და ვეღარ ირბენ ... ყველაზე კარგია ირბინო საღამოს 10 ს შემდეგ და თან 6 ის შემდეგ არ ჭამო . სირბილის შემდეგ 2 საათი არ დაიძინო და ყველაფერი კარგად იქნება ... უბრალოდ ის მინდოდა მეთქვა რომ დილით სირბილის შემდეგ ძალიან დაღლილი ხარ მთელი დღე და ამიტომ საღამოს ჯობს
00:33 / 26-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93