"რა ლამაზი ფეხები გქონია, კაბის ჩაცმა დაგავიწყდა?" - ნანუკამ წონაში კლების შემდეგ ჩაცმის სტილი შეიცვალა (ფოტო) - Marao

"რა ლამაზი ფეხები გქონია, კაბის ჩაცმა დაგავიწყდა?" - ნანუკამ წონაში კლების შემდეგ ჩაცმის სტილი შეიცვალა (ფოტო)

2020-12-08 18:21:03+04:00


ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში კლების შემდეგ ჩაცმის სტილი შეიცვალა.

მისი თქმით, 17 კილო დაიკლო და მას შემდეგ საზოგადოებას თამამი ფოტოებით ანებივრებს.

ნანუკას უამრავ პოზიტიურ კომენტარს უწერენ: "მაგარ ფორმაში ხარ, როგორ ინარჩუნებ წონას?", "რა ვიდზე ხარ, ნანუ", "რა ლამაზი ფეხები გქონიათ", "ბევრისთვის შესაშური პარამეტრები გაქვთ", "რა ვიდზეა ტო, რაც ასაკში შევიდა, იმენა მაგარი გოგჩო გახდა", - უწერენ ნანუკას ფოტოებზე.

მიუხედავად დადებითი გამოხმაურებისა, არიან ისეთებიც, ვისაც ნანუკას ახალი სტილი არ მოსწონს. მაგალითად: "შენი ასაკის ქალს ასეთი მოკლეები არ გიხდება", "მეგონა კაბის ჩაცმა დაგავიწყდა" და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ტელეწამყვანი წონის ცვლილების შემდეგ იდეალურ ფორმაშია.

იხილეთ ნანუკას დიეტა.