წაიკითხეთ ეს სტატია, სანამ დეტოქს დიეტის დაცვას დაიწყებთ

წაიკითხეთ ეს სტატია, სანამ დეტოქს დიეტის დაცვას დაიწყებთ
დეტოქსიკაციის დიეტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა არც ისე ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ მათი საშუალებით ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიდევნება.

დეტოქს დიეტები სპეციფიკური და ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათი უმეტესობა აერთიანებს უმი ბოსტნეულის, ხილისა და ხილის წვენის კომბინაციებს. ზოგიერთ მათგანში დაშვებულია მწვანილის გამოყენებაც ნაწლავების გასუფთავების მიზნით.

ზოგიერთი ადამიანი დეტოქს დიეტის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ მართლაც გრძნობს თავს უფრო ენერგიულად, თუმცა, როგორც ვთქვით, მხოლოდ მცირე რაოდენობის კვლევები ადასტურებს, რომ ამგვარი კვებითი შეზღუდვები მართლაც ასუფთავებს ჩვენს ორგანიზმს.
„თეორია, რომ ჩვენს ორგანიზმს სჭირდება კონკრეტული დიეტა ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად, არ არის აღიარებული ნუტრიციოლოგების მიერ,“ - ამბობს პრაქტიკოსი დიეტოლოგი ალექსანდრა პარკერი.

მაშინ რატომ გრძნობს ზოგიერთი ადამიანი ცვლილებას ორგანიზმში დიეტის შემდეგ?

ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ამ პერიოდში ორგანიზმი არ იღებს რთულად დასამუშავებელ საკვებს, ცხიმებს. რამდენიმედღიან სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნებას კი მაღალკალორიული დაბალანსებული კვება იწვევს. „ცოცხალ სხეულს ბუნებრივად აქვს დეტოქსიკაციის ფუნქცია და ამ მოვალეობას ღვიძლი ასრულებს. მისი მოვალეობაა გარდაქმნას ტოქსინები არამავნე ნივთიერებებად, რომელსაც შემდეგ ჩვენი ორგანიზმი კვლავ გამოყენებს ან გამოდევნის,“ - წერს ამერიკელი დიეტოლოგი, My Weekly Eats - ის დამფუძნებელი ეშლი რივერი. 

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93