„არ გეგონოთ, რომ ეს ჩემთვის ადვილია“ - როგორ დაიკლო ნუცა სურგულაძემ 13 კილოგრამი

„არ გეგონოთ, რომ ეს ჩემთვის ადვილია“ - როგორ დაიკლო ნუცა სურგულაძემ 13 კილოგრამი
პოპულარული შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მას საკუთარი კულინარიული ბლოგი აქვს და ახალ იდეებსა და რეცეპტებს ერთგულ გამომწერებს ამ გზით უზიარებს. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ ნუცას ზედმეტ კილოგრამებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს და სასურველი ფორმების მისაღწევად ბევრს შრომობს. ის ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს სპორტდარბაზიდან და საკუთარ გამოცდილებაზეც ბევრს საუბრობს.

წონის კლება ნუცასთვის მარტივი პროცესი არ არის. ამის შესახებ მან "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს საკუთარი ტრანსფორმაციის ფოტოებიც გაუზიარა:
„ძალიან ბევრი ვიფიქრე, გამეზიარებინა თუ არა ეს ფოტო! და ბოლოს გადავწყვიტე, რომ რატომაც არა. მე ამ შედეგისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ჯერ კიდევ ბევრი შრომა არის წინ, მაგრამ როგორც ამბობენ, Slow progress is better than no progress. ზუსტად ვიცი, რომ ბოლომდე მივალ ჩემს მიზნამდე და ამ ფოტოს მესამე ფოტო დაემატება, სადაც უკვე ჩემი ოცნების სხეული მექნება. პირველ ფოტოში ვარ 80 კილომდე, მეორეში კი - 67 . მაგრამ ამ ფოტოებს შორის ორი ძალიან განსხვავებული ნუცა არის. პირველი, რომელსაც არ სჯერა თავისი თავის, ეზარება ვარჯიში, სწორი კვება და არ აქვს დისციპლინა. მეორეში კი სულ სხვა შემართებით და ნებისყოფით ვარ. არ გეგონოთ, რომ ჩემთვის ეს ადვილია, ყოველდღე ვებრძვი ჩემს თავს, რომ სწორი გადაწყვეტილება გავაკეთო, არ გადავდო, ადრე გავიღვიძო, წყალი დავლიო, საკვები მოვიმზადო. ზოგჯერ მინდა ყველაფერს თავი დავანებო, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ამიტომ არ ვნებდებით. მე მჯერა ჩემი თავის და გეტყვით, რომ ეს თქვენც შეგიძლიათ”
– წერს ნუცა.

ფოტოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნუცას მონდომებასა და შემართებას ბევრი ადამიანი უწონებს: „წარმატებები, არ მისცე სიზარმაცეს უფლება, რომ გძლიოს“, „მაგარი შედეგია, წარმატებები“ - უწერენ ნუცას გამომწერები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93