ბოლო წლებში ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ ცხადყო, რომ დიეტა არ არის ეფექტური და მოაქვს უფრო მეტი ზიანი ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებელი. ერთადერთი სწორი და ჯანსაღი გზა სასურველი წონის მისაღებად არის დაბალანსებული კვება შესაბამისი ჯანსაღი პროდუქტების მიღებით. ესაა გზა ჯანსაღი ცხოვრებისკენ. თუმცა, დაბალანსებულ კვებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ანასტასია კურგინიანი, საერთაშორისო კომპანია Herbalife Nutrition-ის ექსპერტი, ხსნის, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამ ორი წესის დაცვა სასურველი წონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
წონის დასაკლებად შიმშილი საჭირო არ არის! მთავარია დღეში 3-4-ჯერ კვება და რაც შეიძლება მრავალფეროვანი და სასარგებლო პროდუქტების მიღება. ესაა დაბალანსებული კვება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სხეულის მდგომარეობა განისაზღვროს როგორც "ენერგიული და ტონუსში" მყოფი. დაბალანსებული კვება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის მის მდგრადობას დაავადებების მიმართ, ასევე ხელს უწყობს სხეულის სწორ განვითარებას.
Herbalife Nutrition-ის ექსპერტი ანასტასია კურგინიანი დაბალანსებულ კვებას ადარებს სახლის საძირკველს.
„თუ ჩვენს სხეულს წარმოვიდგენთ მთლიანობაში, რას ეფუძნება ის? იგი კარგ საძირკველზე დგას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბალანსებული კვების გეგმა არის ჯანსაღი სხეულის და აქტიური ცხოვრების წესის საფუძველი. თანამედროვე კვების სტილი შორსაა სრულყოფილებისგან. ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მიაგნოს წონის ნორმალიზებისთვის კომფორტულ საშუალებას, რომ აღიდგინოს სხეულმა ძალები და მოვიდეს ტონუსში. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დღეისათვის იქმნება ფუნქციონალური პროდუქტები, მდიდარი სრულფასოვანი ცილებით, უჯრედისით, ალოეს ექსტრაქტით, ვიტამინებით და მინერალებით. რაციონში მათი ჩართვა ამდიდრებს რაციონს. ამავე დროს, ხელს უწყობს კალორიულობის შემცირებას და ზრდის შემავალი კომპონენტების რაოდენობას, ასევე თრგუნავს ტკბილეულისადმის მიდრეკილებას,“ - აღნიშნავს ანასტასია.
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ დაბალანსებულად იკვებებით და იცავთ სწორი კვების ყველა საჭირო პრინციპს, შეგიძლიათ ჩაერთოთ Herbalife Nutrition-ის სპეციალური პროდუქტების პროგრამაში „დაბალანსებული კვება“. იგი ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო კარბოჰიდრატებით, ცხიმებით, ამინომჟავებით, ცილებით, ვიტამინების სწორი პროპორციით და უზრუნველყოფს მაღალი აქტივობის დონეს მთელი დღის განმავლობაში. არსებობს პროგრამის სამი ვერსია: საბალანსო, გაუმჯობესებული და გაძლიერებული. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია გაძლიერებული ვერსიის არჩევა*. პროგრამის ძირითადი შემადგენელი ელემენტები შემდეგია:
გარდა ამისა, ჯანსაღი საკვების არჩევისას ასევე ყურადღება უნდა მიექცეს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სასურველია, რომ ჩაერთოდ პროდუქტების პროგრამაში „საჭმლის მომნელებელი სისტემის ხელშეწყობა“. Herbalife Nutrition-ის, ასევე დაბალანსებული კვების მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამის მიზანია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნება და ორგანიზმის მიერ საკვების უკეთ ათვისების უზრუნველყოფა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანსაღი და ლამაზი სხეულის საიდუმლო არის არა დიეტა, არამედ დაბალანსებული კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.