იაპონიაში გამოკითხულთა 37%-ი გასახდომად სპეციალურ აბებს სვამს, რადგან ისინი გახდომის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ამ აბების შემადგენლობაში დიდი დოზით შედის მწვანე ჩაი.
იაპონური ჩაის დიეტის მთავარი პრინციპია დღის განმავლობაში მინიმუმ 1 ლიტრი მწვანე ჩაის დალევა. ამას გარდა, წყურვილის მოსაკლავად წყალიც შეგიძლიათ მიირთვათ. რაც შეეხება საკვებს, სასურველია თევზი, უცხიმო ხორცი, ხილისა და ბოსტნეულის სალათები. თუმცა ბოსტნეულიდან პომიდორზე უნდა თქვათ უარი, ხოლო ხილიდან ბანანსა და ყურძენზე. შუალედებში წახემსება სასტიკად იკრძალება.
მოქმედების ვადა: 2 თვის განმავლობაში ამ დიეტით 3-4 კილოს დაიკლებთ. ამ პერიოდის შემდეგ კვების ჩვეულ რიტმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ, თუმცა მწვანე ჩაის მაინც ნუ ამოიღებთ მენიუდან.
როგორ მუშაობს დიეტა: მათთვის, ვისაც მწვანე ჩაი უყვარს, ეს დიეტა ნამდვილი მიგნებაა. გარდა იმისა, რომ იგი წონის კორექციაში გეხმარებთ, უამრავი სამკურნალო თვისების მატარებელიცაა.
დეტალები: ამ დიეტის დროს თქვენი მენიუ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ.
საუზმის ვარიანტები: 100 გრ უცხიმო ხაჭო ან ერთი ნაჭერი ყველი კრეკერებთან ერთად, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
სადილის ვარიანტები: 250გრ მოხარშული თევზი, საქონლის ან ქათმის ხორცი. შეგიძლიად გარნირად მიაყოლოთ ბოსტნეულის სალათა, დესერტად კი ხილი. არ დაგავიწყდეთ მწვანე ჩაის დალევაც.
სამხრის ვარიანტები: 2 ცალი მოხარშული კვერცხი გახეხილ სტაფილოსთან ან ბოსტნეულის სალათა ყველთან ერთად. არ დაგავიწყდეთ მწვანე ჩაი.
ჟურნალი "და ქალი"
(ივლისის ნომერი)