წყნარ ოკეანეში, იაპონიის ნაწილში, კუნძულ ოკინავაზე მოსახლეობა უკვე საუკუნეებზე მეტია თავიანთი ტრადიციებითა და ძველი ხალხისგან შემორჩენილი წესებით 100 წლამდე ცოცხლობს, თან ისე, რომ წონაში არ იმატებენ და ყოველდღე ჯანსაღად, გემრიელად იკვებებიან.
მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რაშია საქმე და რამდენიმეთვიანი კვლევა ჩაატარეს. კვლევით დადგინდა, რომ კვების გარკვეული ტიპი და კონტროლირებადი კვების რაციონი კუნძულის მცხოვრებლებს ხანგრძლივ ცხოვრებაში ეხმარება. სწორი და ჯანსაღი კვება ნაწილობრივ აფერხებს დაბერებას. უკვე შესაძლებელია ჩვენც გავიგოთ, რას მიირთმევენ იაპონელები, რომლის დახმარებითაც ჯანმრთელად გამოიყურებიან და არასდროს უშინდებიან დაბერებას.
რა უნდა იცოდეთ ოკინავას დიეტის შესახებ?
როგორც დიეტოლოგი სტეფანი სასოსი ამბობს, ოკინავას დიეტა მდიდარია მრავალფეროვანი საკვებით, რაც ნიშნავს ფიტოელემენტებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებულ პროდუქტებს. ეს ორი მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. ოკინავას დიეტა ზღუდავს იმ საკვების მიღებას, რომელიც იწვევს ანთებას, მაგალითად, გარკვეული ტიპის ხორცს, დამუშავებულ მარცვლეულს, ბევრ ცხიმს, შაქარს, მარილსა და მაღალი ცხიმიანობის შემცველ რძის პროდუქტებს.
რისგან შედგება იაპონელების ჯადოსნური დიეტა?
დიეტა, ძირითადად, მწვანე და ყვითელი ბოსტნეულებისგან, სოიოსა და სოკოსგან დამზადებული კერძებისგან შედგება. ოკინაველები იშვიათად მიირთმევენ ხორცს, რძის პროდუქტებსა და ცხიმიან საკვებს. გთავაზობთ ოკინავას დიეტაში შესული საკვების სიას:
დიეტა ჩვეულებრივ არ შეიცავს საქონლის ხორცით, კვერცხით, რძით და სხვა პროდუქტებით გაჯერებულ საკვებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ოკინავას დიეტაში თითქმის არ არის მარტივი ნახშირწყლები, ეს არ ნიშნავს, რომ უშედეგოა" - ამბობს სასოსი.
"დიეტა ცნობილია ყვითელი-მწვანე ბოსტნეულით, ტკბილი კარტოფილითა და სოიოთი" - აღნიშნავს დიეტოლოგი.
სანამ ოკინავას დიეტას დაიწყებთ, გაიარეთ ვიზიტი ექიმთან, ესაუბრეთ მას მარილისა და შაქრის დოზის შემცირებაზე, რადგან მარილიანი თევზისა და მისოს ჭამა მოგიწევთ და მარილის დოზა უნდა დაარეგულიროთ.
რამდენს ჭამენ ოკინაველები?
"კუნძულის მკვიდრნი ჭამენ ხშირად, თუმცა ცოტ-ცოტას და კვების ფილოსოფიას მისდევენ. ისინი ერთი დევიზით ცხოვრობენ - ყოველი ჭამის შემდეგ მაგიდა 80%-ით სავსე უნდა დატოვო, ანუ მიირთვა ცოტა და ხშირად. ეს ფილოსოფია ხელს უწყობს ჭარბი წონის მოშორებასა და სიჯანსაღეს" - ამბობს სასოსი.
რატომ არიან ოკინაველები ასეთი ჯანმრთელები?
ყველაფერი დიეტის დამსახურებაა. ისინი ჭამენ ხშირად ცოტ-ცოტას, ჯანსაღ საკვებს და ერიდებიან ყველანაირ რთულ ნახშირწყალს, რომელიც ხელს უწყობს ათასგვარი დაავადების წარმოქმნას. ეს კვების რაციონი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკებს. ასევე ოკინაველები დატვირთულები არიან ფიზიკური აქტივობით, ბევრს დადიან, აკეთებენ სახლის საქმეებს და სეირნობენ საათობით.
დაგეხმარებათ თუ არა ოკინავას დიეტა წონის დაკლებაში?
"წონის დაკლება ნამდვილად შესაძლებელია ამ ტიპის დიეტით. თქვენ გადაეწყობით ჯანსაღი კვების რაციონზე, ივარჯიშებთ, ისეირნებთ და კომფორტს იპოვით საკუთარ თავთან" - ამბობს სასოსი.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ წონაში კლება არ არის ოკინავური კვების მიზანი, ის კვებით ჩვევებს გამოგვიმუშავებს, გვასწავლის, როგორ ვიკვებოთ ცოტ-ცოტა და ხშირად და როგორ მივირთვათ მწვანე საკვები.
"რა თქმა უნდა, რთულია ამ დიეტის დაცვა, თუ არ ცხოვრობ იაპონიაში და არ გაქვს წვდომა ამ საკვებზე. მაგრამ შეგიძლიათ მისი პრინციპი დაიცვათ და უბრალოდ შეამციროთ ცხიმიანი საკვები, რთული ნახშირწყლები და შაქრისა თუ მარილის დონე. იკვებეთ ზომიერად და თავს უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ" - აღნიშნავს სასოსი.