სახტუნელით ხტუნვა ძალიან მარტივია, ბევრად მარტივი, ვიდრე ველოსიპედით ვარჯიში. გარდა იმისა, რომ ხტუნვა სახალისოა, სასარგებლოც არის.
სახტუნელით ხტუნვა ზედმეტ კილოგრამებს თამაშ-თამაშით მოგაშორებთ. ხტუნვა განავითარებს ამტანობას, გაამაგრებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემას, ავარჯიშებს ფეხისა და სხვა კუნთებს. ცხიმის დაწვა ხტუნაობით ბევრად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ველოსიპედით, ჩოგბურთითა და ცურვით ვარჯიშისას.
70 კგ წონის ჩვეულებრივი ადამიანი ერთი საათის ვარჯიშის განმავლობაში ხარჯავს 720 კალორიას (წუთში თუ 120-140-ჯერ ახტება).
სახტუნელა მარტივი ტრენაჟორია, რომლის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ - მიუხედავად სიმარტივისა, ეს ორგანიზმისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვაა.
სირბილის დაწყებისას ირჩევთ ნელ ტემპს ან სწრაფ სიარულს. სახტუნელათი ხტუნაობას კი თავიდანვე მაღალი ტემპით იწყებთ და წუთში დაახლოებით 72 ბრუნს აკეთებთ.
ნახტომის მაღალი ტემპის გამო სწრაფად იმატებს გულის შეკუმშვის სიხშირე და პირველი სამი წუთის განმავლობაში ორგანიმზი ანაერობის რეჟიმში მუშაობს, რაც კუნთებში ჟანგბადის უკმარისობას ნიშნავს.
ეს მაჩვენებელი ანალოგიურია მაქსიმალური სისწრაფით სირბილისა. ხტუნაობიდან ექვსი წუთის შემდეგ, ჟანგბადის მოთხოვნილება და მისი მიწოდება თანაბრდება - დატვირთვა საშუალო სისწრაფით სირბილის ეკვივალენტი ხდება.
სახტუნელათი ხტუნაობა ხელს უწყობს ძალის განვითარებას და ფეხის კუნთების ამტანობას. ასეთი აერობული დატვირთვა აუმჯობესებს მოქნილობას და მოძრაობების კოორდინაციას, ავითარებს ვესტიბულაციის აპარატს.
მოკლედ, ეს ვარჯიშები საკმაოდ ეფექტურია, ერთდროულად ავარჯიშებს ჩვენი ორგანიზმის ბევრ სისტემას და რაც მთავარია ხსნის სტრესს, ვინაიდან ნახტომის დროს ჩვენ ბედნიერების ჰორმონს გამოვიმუშავებთ.
ვინაიდან სახტუნელა ინტენსიური ვარჯიშია, არსებობს განსაზღვრული ნორმებიც.
სახტუნელის შერჩევისას ყურადღება მის დიამეტრს მიაქციეთ. ოპტიმალურია 0,8-09 სმ.
სახტუნელა სწორედ ასე უნდა შეარჩიოთ: ბოლოებს ხელი მოჰკიდეთ, შუა ადგილას ფეხები დააბიჯეთ, სახტუნელა დაქაჩეთ სხეულის გასწვრივ.
ამასთან სახელურები იღლიებქვეშ ან ოდნავ ქვემოთ უნდა იყოს. თუ სახტუნელა ზომაზე მეტად გრძელია, მაშინ გაგიჭირდებათ მოძრაობის კონტროლი, თუ მოკლეა - მოგიწევთ ფეხების აკეცვა.
ჟურნალი "ბომონდი"