ქალების უმეტესობა ოცნებობს სამუდამოდ მოიცილოს ცელულიტი. რეალურ ცხოვრებაში, ეს პრობლემა ტოპ მოდელებსაც კი აწუხებთ, თუმცა პროფესიონალი ვიზაჟისტებისა და ფოტოშოპის დახმარების გარეშე ამას ვერ ვახერხებთ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ანტიცელულიტური დიეტა უმკლავდება ისეთ რთულ პრობლემასაც კი, რომელსაც ჩვენ „ფორთოხლის კანს“ ვუწოდებთ.
ანტიცელულიტური დიეტა მკაცრი წესებითაა განსაზღვრული, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ქვემოთ ნახავთ კონკრეტული კერძების რეცეპტებს, რომლებიც, როგორც რეგულარული დიეტის ნაწილი, აქტიურად უწყობს ხელს ცელულიტის გაქრობას.
ანტიცელულიტური დიეტის წესები:
წესი 1: მიიღეთ ცხელი და ცივი საკვები
წესი 2: ჭამეთ სურვილისამებრ ან გეგმის მიხედვით
წესი 3: დაიცავით დიეტა 10 დღის განმავლობაში
წესი 4: მიირთვით იმდენი ბოსტნეული, რამდენიც გსურთ
წესი 5: აწონვის ნაცვლად გაიზომეთ სხეულის პატარამეტრები
რა უნდა ჭამოთ ანტიცელულიტური დიეტის დროს
ქერის ბიობურგერი
პროდუქტები: 1 ცალი მარცვლეულის პური, სალათის ფოთოლი, 1 პომიდორი, ქერის კოტლეტი.
მოვამზადება: პური გაჭერით შუაზე, შიდა მხარე დაფარეთ სალათის ფოთლებით, შიგნით ჩადეთ პომიდვრის ნაჭრები და კოტლეტი.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალციუმი, თუთია, სელენი.
ბროკოლის სალათი
პროდუქტები: 250 გრ ბროკოლი, 2 ჩ.კ. ქიშმიში, 1 ს.კ. ვაშლის წვენი, რეჰანი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ჯავზი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. ძმარი, 4 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი, 1 ნაჭერი მარცვლეულის პური.
მომზადება: ბროკოლი გავასუფთავოთ და რამდენიმე წუთით ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, შემდეგ კი გადავავლოთ ცივი წყალი. ქიშმიში და ვაშლის წვენი გადავურიოთ, დავამატოთ ზეთი, ძმარი და ბულიონი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ რეჰანი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ჯავზი და წინასწარ მომზადებული ბროკოლი. ბოლოს მიღებული მასა გადავიტანოთ პურზე.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალიუმი, თუთია, სპილენძი.
ავოკადოს სალათი
პროდუქტები: ნახევარი ავოკადო, 50 გრ. სოკო, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 1 ს.კ. ძმარი, ნიორი, მარილი, წიწაკა.
მომზადება: ავოკადო და სოკო დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად, მოამზადეთ სოუსი მცენარეული ზეთისგან, ძმრისა და სანელებლებისგან და გადაურიეთ სოკოსა და ავოკადოს მიქსს.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალიუმი, სპილენძი, სელენი
ქერის ბლინები კიტრით
პროდუქტები: 30 გრ ქერი, 100 მლ. წყალი, 2 ს.კ. შვრიის ფანტელი, 1 ც. კვერცხი, მარილი, პილპილი, 1 ჩ.კ. ცხიმი, 100 გრ. კიტრი, 3 ს.კ. იოგურტი, ლიმონის წვენი, წიწაკა, კამა.
მომზადება: ქერს დაასხით 100 მლ. წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ მოხარშეთ ამ წყალში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში და შეურიეთ შვრიის ფანტელი, კვერცხი და სანელებლები. მიღებული მასა გაყავით სასურველ ზომებად და გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ბლინებს მოაჭერით კიტრი და მოასხით ლიმონის წვენის, წიწაკისა და კამის სოუსი.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალციუმი, თუთია, სელენი.
მჟავე კომბოსტო ყურძნით
პროდუქტები: 80 გრ ყურძენი, 150 გრ. მჟავე კომბოსტო, 1 ჩ.კ. ცივი დაწურვის მზესუმზირის ზეთი, 2 ს.კ. ვაშლის წვენი, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. თაფლი, მარილი, წიწაკა, 1 ჩ.კ. ნიგოზი, 1 მთლიანი მარცვლეულის პური.
მომზადება: ყურძენი გაასუფთავეთ წიპწევისგან და რბილობი გადაურიეთ წვრილად დაჭრილ მჟავე კომბოსტოს, აურიეთ მზესუმზირის ზეთი, ვაშლის წვენი, ლიმონის წვენი, თაფლი, მარილი და პილპილი, დაასხით სოუსი სალათს, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. მიღებული მასა მოათავსეთ პურის ნაჭრებზე.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალიუმი, სპილენძი.
ფეტვის კრემ-სოუსი ხილით
პროდუქტები: 150 მლ რძე, დაფქული დარიჩინი, 20 გრ. ფეტვის ფქვილი, 1 ჩ.კ. ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი, 1 ატამი, 1 ქლიავი, 50 გრ. ყურძენი, 3 ალუბალი (ან სხვა ხილი გემოვნებით), 1 ჩ.კ ლიმონის წვენი, დაჭრილი კაკალი.
მომზადება: რძე და ვდგათ ცეცხლზე და დავამატოთ დარიჩინი და ფეტვის ფქვილი. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაუმატეთ თაფლი ან სიროფი. წვრილად დაჭრილი ხილი მოათავსეთ ფორმებში და მოასხით მიღებული კრემ-სოუსი. მოაწურეთ ლიმონის წვენი და მოაყარეთ ნიგოზი.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: სილიციუმი, სპილენძი.
ავოკადო იოგურტის სოუსით
პროდუქტები: ნახევარი ავოკადო, ლიმონის წვენი, 100 გრ იოგურტი, 1 ჩ.კ. ნაღები, ლიმონის წვენი, ოხრახუში, მარილი, პილპილი, 1 ც. პომიდორი.
მომზადება: დაჭერით ავოკადო და მოასხით ლიმონის წვენი. აურიეთ ნაღები და იოგურტი, მოასხით ლიმონის წვენი, დაამატეთ ოხრახუში, მარილი და პილპილი და მიღებული მასა მოასხით ავოკადოს. დაჭერით პომიდორი სასურველ ზომებად და გააფორმეთ თეფში.
ანტიცელულიტური ნივთიერებები: კალიუმი, სპილენძი.
ქათმის მკერდი ისპანახით
პროდუქტები: 1 ქათმის მკერდის ფილე (დაახლოებით 80 გრ), 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, მარილი, პილპილი, 1 ნაჭერი პური, 1 ჩ.კ. ნაღები, 1 ს.კ. ძმარი, 0,5 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, გახეხილი ჯანჯაფილი, წიწაკა, 50 გრ. ისპანახი, 1 ც. სტაფილო.
მომზადება: ფილეს წაუსვით ზეთი და შეწვით ტაფაზე თითოეული მხარე 5 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. პურის ნაჭერს გადაუსვით ნაღები. აურიეთ ძმარი, მცენარეული ზეთი, წიწაკა და გახეხილი ჯანჯაფილიდა ისპანახი, მიღებული მასა გადაიტანეთ პურზე, დაამატეთ ქათმის ფილეს ნაჭრები და მოახეხეთ სტაფილო.
ანტიცელულიტური აქტიური ინგრედიენტები: კალიუმი.
რა უნდა დალიოთ ანტიცელულიტური დიეტის დროს
წყალი
ნებადართულია როგორც სუფთა, ასევე მინერალური წყალიც. მინერალური წყლის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას - ის უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება ნაკლებ ნატრიუმს (მაქსიმუმ 20 მგ ლიტრზე) და ნიტრატებს (მაქსიმუმ 10 მგ ლიტრზე). ნახშირორჟანგის შემცველობას მნიშვნელობა არ აქვს
ყავა და ჩაი
ყავა და ჩაი არ არის აკრძალული დიეტის დროს, მაგრამ არ გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად. თუ მათ ბევრს სვამთ, ისინი კარგავენ გამამხნევებელ ეფექტს და, სიცოცხლისუნარიანობის ნაცვლად, მოაქვთ შფოთვა, ნერვიულობა და კუნთების კანკალი. ჩაისა და ყავის გადაჭარბებული დოზა ასევე გამოდევნის ორგანიზმიდან ძვირფას მინერალებს.
წვენები
ნებისმიერი ბოსტნეულისა ხილის წვენი დაშვებულია დიეტის დროს. როგორც წყურვილის ჩამხშობი და ძვირფასი მინერალების მომწოდებლები. კალორია, თუნდაც ტკბილ წვენებში, ამ შემთხვევაში, არ თამაშობს გადამწყვეტ როლს.
ალკოჰოლი
ერთი ჭიქა ღვინო ან შამპანური დიეტის დროს დასაშვებია, თუმცა გახსოვდეთ, რომ დიეტის დროს ალკოჰოლი ნებისმიერი ფორმით საშიში ხაფანგია, რადგან ის ასტიმულირებს მადას და ართულებს ჭამის დროს თავის შეკავებას.