რას ნიშნავს "ცისარტყელას დიეტა" და რატომ მიმართავენ მას ჰოლივუდის ვარსკვლავები

რას ნიშნავს "ცისარტყელას დიეტა" და რატომ მიმართავენ მას ჰოლივუდის ვარსკვლავები
უკვე დიდი ხანია, რაც საუზმის მომზადებისას უპირატესია, როგორ გამოიყურება ის „ინსტაგრამის“ სთორიში და არ აქვს მნიშვნელობა, ჯანსაღია ის თუ არა. საღამოს კი, როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით, ჩანთასა და ფეხსაცმელს შემოსასვლელშივე ტოვებთ და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რა დაგხვდებათ მაცივარში, რთულია, იზრუნოთ სასარგებლო ვახშმის მომზადებაზე. მთავარია დანაყრდეთ და ღამით თქვენი კუჭის მიერ შესრულებულმა სერენადამ არ გაგაღვიძოთ.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის დროს, როცა ოჯახის დაპურება თქვენს ვალდებულებას არ წარმოადგენს და არც დღის რაციონის შედგენის დრო გაქვთ, ალბათ, სუპერმარკეტში ყველაზე
ნაცნობ პროდუქტებს ყიდულობთ და კვირის განმავლობაში იზოგავთ. კვერცხი, რძე, პური, ბოსტნეული - გეცნოთ ეს ჩამონათვალი? თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იქცევა ასე, მათ შორის, ცნობილი ვარსკვლავებიც კი. ზოგიერთმა მათგანმა ორიგინალურ ხერხს მიმართა და ერთფეროვანი მენიუს გახალისება სცადა. მაგალითად, კრისტინა აგილერა აწყობს დღეებს, როცა მხოლოდ ერთი ფერის საკვებს მიირთმევს - თეთრი ორშაბათი - კვერცხი, რძე, თეთრი ხორცი... წითელი სამშაბათი - პომიდორი, ხორცი, წითელი ხილი... ამ ხერხს მიმართავს დემი მურიც და ეს უბრალოდ „ტრენდი“ ან ახირება სულაც არ არის. პროდუქტების ფერს მასში შემავალი ნივთიერებები განაპირობებს. სხვადასხვა დღეს განსხვავებული ფერის მიღება და ჩვენს ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.



წითელი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ამცირებს ქოლესტერინს. ნარინჯისფერი ეხმარება ენდოკრინულ სისტემას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ყვითელი ნაწლავის ჯანსაღ მიკლოფლორას ქმნის, მეწამული საკვები კი ხელს უშლის სისხლის შედედებას და ანელებს უჯრედების დაბერებას.

ასე რომ, თუ გიჭირთ დღის ან კვირის რაციონის შედგენა და არ გსურთ ამაზე დიდი დროისა და რესურსის დახარჯვა, გამოიყენეთ ეს მეთოდი, ე.წ. ცისარტყელას დიეტა და ნახავთ, როგორ გამარტივდება თქვენი კვება. ამასთან, თქვენ მიიღებთ სასარეგბლო ნივთიერებებს, გახდით მრავალფეროვანს თქვენს რაციონს და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93