როგორ დიეტას იცავს 52 წლის ჯენიფერ ენისტონი - წაიკითხეთ მისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო

როგორ დიეტას იცავს 52 წლის ჯენიფერ ენისტონი - წაიკითხეთ მისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო
არაერთი დასამახსოვრებელი როლის გარდა ჯენიფერ ენისტონი მისი გასაოცარი ახალგაზრდული გარეგნობითა და იდეალური ფიზიკური ფორმით არის ცნობილი. მსახიობი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სწორი კვებისა და ვარჯიშის რეჟიმის დამსახურებაა.

ენისტონი არ უარყოფს, რომ ბევრი ცნობილი დიეტა უცდია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ჯანსაღ დიეტას, ანუ ბალანსირებულ კვებას ანიჭებს უპირატესობას.


საკვები

ენისტონი მეტისმეტი შეზღუდვების მომხრე არ არის, ამიტომ საკუთარ კვების რეჟიმში მკაცრ წესებს არ მისდევს, არ აქვს აუცილებელი ან აკრძალული საკვები. თუმცა ცდილობს ისეთი საკვები მიიღოს, რომელიც როგორც
ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა.

ენისტონი, პირველ ყოვლისა, ისეთ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, რომელთაც მაღალი ნუტრიციული ღირებულება აქვთ, მაგალითად: ხილი, ბოსტნეული, ასევე, ცილებით, ნახშირწყლებითა და ჯანსაღი ცხიმებით გამდიდრებული საკვები.

მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი შეზღუდვების მომხრე არ არის, მაინც შეზღუდული ოდენობით მიირთმევს დამუშავებულ საკვებსა და ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ამიტომ თავს არიდებს ხოლმე კანფეტებს, ტკბილეულსა და დესერტებს.

სხვათა შორის, ენისტონი თავადაც ამზადებს გემრიელ კერძებს, შეიკებს, რომელთა ვიდეოებსაც ინსტაგრამის გამომწერებს უზიარებს ხოლმე.

გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93