რეალურად როგორ მუშაობს გასახდომი ჩაი და როგორ შევარჩიოთ ის სწორად?

რეალურად როგორ მუშაობს გასახდომი ჩაი და როგორ შევარჩიოთ ის სწორად?
გასახდომ ჩაისთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. იმის გამო, რომ ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტი, რომელიც რეალურად, მართლაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ჩაი ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე.

მოდი, გავეცნოთ, რეალურად, როგორ მუშაობს გასახდომი ჩაი: ფლავონოიდის (ასევე უწოდებენ კატეხინებს) შემცველობა აძლიერებს მეტაბოლიზმს და სხეულს ცხიმების უფრო სწრაფად დაშლაში ეხმარება. ზოგიერთ ჩაიში კოფეინის შემცველობა კი ორგანიზმში ენერგიის მოხმარებას ზრდის, შედეგად კი სხეული მეტ კალორიას წვავს. მაღალი ხარისხის, მავნე ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებულ
ჩაიში ორივე ნივთიერება კარგად მუშაობს და ორგანიზმს წონის დაკლებაში უწყობს ხელს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წონის კორექცია მხოლოდ გასახდომი ჩაის მიღებით არ არის რეკომენდებული. აღნიშნული დანამატების პარალელურად უნდა გავითვალისწინოთ დაბალანსებული კვება, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ხილს და ბოსტნეულს და მაქსიმალურად არის შემცირებული შაქარი და არაჯანსაღი საკვები. ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც, ხოლო გასახდომი ჩაი მხოლოდ აღნიშნულ პროცესებთან დანამატი შეიძლება იყოს.

როგორ შევარჩიოთ სწორად გასახდომი ჩაი და რას უნდა შეიცავდეს ის, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე არ იყოს?


ამის გასარკვევად სამედიცინო პროფილის კომპანია „გეფას“ მივმართეთ, რომელსაც საქართველოში მსგავსი პროდუქცია შემოაქვს. კომპანიაში განგვიმარტეს, რომ პირველი, რასაც ყურადღება უნდა უნდა მივაქციოთ, ჩაის წარმოების სპეციფიკაა. მნიშვნელოვანია, შეფუთვაზე აღნიშნული იყოს, რომ ის არის ბიო წარმოების და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. უნდა გავეცნოთ ანოტაციას, რომელიც უმჯობესია, გვეუბნებოდეს, რომ პროდუქტი ბუნებრივად აწესრიგებს მეტაბოლიზმს და მხრივ „უხეშად“ არ ერევა ორგანიზმის ფუნქციონირებაში. ამასთან, სჯობს გვერდით გადავდოთ პროდუქტი რომელიც უმოკლეს ვადაში დიდი წონის დაკლებას გვპირდება, რადგან დიდი ალბათობით ის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ გასახდომი ჩაის დახმარებით წონის კორექცია უნდა მოხდეს ისეთ ვადებში, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს, არ გამოიფიტოს, არ მოხდეს დეჰიდრატაცია და საჭირო მინერალებისა და ვიტამინების დაკარგვა.

ბიოპროდუქტი, რომლის იმპორტსაც თავად „გეფა“ ახდენს და როგორც თავად აღნიშნავენ, ხარისხის გარანტიას იძლევიან, ბიო ნუტრისანტეს“ ჩაია, რომელსაც წონის კორექცია არა ორგანიზმის გამოფიტვის, არამედ მეტაბოლიზმის გაუმჯობესების ხარჯზე შეუძლია.

„ფრანგული კომპანია LABORATOIRES NUTRISANTÉ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილ სამკურნალო მცენარეებიდან სხვადასხვა სახეობის ბიო-ჩაის თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის. საუკუნების მანძილზე არსებული გამოცდილებისა და მცენარების სამკურნალო თვისებების გათვალისწინებით შეიქმნა ექსკლუზიური კომპოზიციები“, - განმარტავენ კომპანიაში.

ბიო ნუტრისანტეს“ წარმოებაში არსებობს რამდენიმე სახის ბიო პროდუქტი: ჩაი, რომელიც პირდაპირ ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაზე ახდენს ზეგავლენას; ჩაი, რომელიც მეტაბოლიზმის დაჩქარებაზე ზრუნავს; პიტნის მწვანე ჩაი, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით, ჩაი კამის შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს მონელებას და გათავისუფლებთ შებერილობისგან; ვარდკაჭაჭას შემცველობის ჩაი, რომელიც ხსნის შეკრულობის პრობლემას და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შაქრის დამარეგულირებელი ჩაი, რომელიც ხელს უწყობს დიაბეტის პრევენციას, სისხლში აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს.

„გეფაში“ განგვიმარტეს, რომ აღნიშნული პროდუქცია მწარმოებელ ქვეყანაში - საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მას მოიხმარენ არამხოლოდ ისინი, ვისაც წონის კორექცია სურს, არამედ ისინიც, ვისაც საჭმლის მონელებასთან, ქოლერსტერინის მატებასთან და დიაბეტის რისკებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები.

„ბიო ნუტრისანტეს“ ასორტიმენტში შედის ისეთი პროდუქციაც, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ასევე, იპოვით ჩაის, რომელსაც აქვს ძილის მოწესრიგების, მესხიერების, მხედველობის გაუმჯობესების, გაციების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებაც კი“, - განგვიმარტეს „გეფაში“.

მათივე თქმით, ამჟამად, „ჯიპისის“ ქსელში ფრანგული ჩაის „ბიო ნუტრისანტეს“ სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, რათა ქართველი მომხმარებელი უკეთ გაეცნოს მას და შეძლოს უკეთ გათვიცნობიერება, რატომ არის ბიო პროდუქტის მოხმარება უმჯობესი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93