კიმ კარდაშიანის დიეტა - როგორ ინარჩუნებს ვარსკვლავი იდეალურ ფორმებს

კიმ კარდაშიანის დიეტა - როგორ ინარჩუნებს ვარსკვლავი იდეალურ ფორმებს
პოპულარული რეალითი-შოუს, Keeping Up with the Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალია, სიახლეები მისი პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ კი მუდმივად ინტერესის საგანია. კიმს ბევრი აკრიტიკებს და თვლის, რომ ის პლასტიკური ოპერაციების მსხვერპლია, თუმცა მის წვრილ წელსა და ქალურ ფორმებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არაერთი მიმბაძველიც ჰყავს.

სხვადასხვა დროს მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა დიეტები, რომლებსაც კი კარდაშიანი სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად იყენებდა. უნდა აღინიშნოს, რომ მან კვების არაერთი რეჟიმი გამოსცადა, თუმცა, საბოლოოდ, უარი
თქვა ხორცზე და ამჟამად მხოლოდ ბოსტნეულით იკვებება. „გადავწყვიტე, მთლიანად მცენარეულ საკვებზე გადავიდე, ხორცს საერთოდ აღარ ვჭამ. ჩემი ოჯახის სამი წევრიც კი ვეგანურ დიეტაზე გადავიყვანე. არ მჯერა, მაგრამ, დიახ, მე ეს ნამდვილად მოვახერხე“ - ამბობს ის.



კიმ კარდაშიანის დილა შვრიის ფაფითა და ვეგანური სოსისით იწყება. 40 წლის მსახიობი საუზმეზე მოცვისა და შვრიის ბლინებსაც მიირთმევს. დღის განმავლობაში რამდენიმე სახეობის ხილს იღებს. ლანჩზე უპირატესობას სალათებს ანიჭებს. უკვე დიდი ხანია, რაც მის კვების რაციონში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ტკბილი კარტოფილი. „ჩემი ტრენერი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ მარტივი ნახშირწყლები, მაგალითად, ტკბილი კარტოფილი; ასევე, მცირე რაოდენობით ცხიმი და ცილა. თუ გსურთ, რომ ორგანიზმმა ცხიმი შეიწოვოს და ცილები და ნახშირწყლები მარტივად დაშალოს, აუცილებლად უნდა მიიღოთ ბოსტნეული“ - ამბობს ის.

კიმ კარდაშიანი ჯანსაღი კოქტეილების მოყვარულიცაა. ის ხშირად ამზადებს სმუზს ისპანახის, მსხლის, ყურძნის, ლაიმისა და იოგურტის კომბინაციით. რაც შეეხება სადილს, ის უპირატესობას ბროკოლის ან სიმინდის წვნიანს ანიჭებს. ვახშამზე კი დიდი რაოდენობით ბოსტნეულს მიირთმევს. მიუხედავად ამისა, არის დღეები, როცა კიმი უარს არც ტკბილეულზე ამბობს: „ვგიჟდები ნამცხვრებზე, მაგრამ ვცდილობ, თავი მაქსიმალურად ვაკონტროლო. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ვარჯიშისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ვარჯიშს დილის 6 საათზე ვიწყებ და 90 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობ. 6 თვეში ერთხელ თავს ორკვირიან შესვენებას ვუწყობ“ - განმარტავს ის.



მიუხედავად ამისა, კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო საკუთარი თავის სიყვარულშია: „იმისთვის, რომ მუდმივად კარგად გამოიყურებოდეთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. შეიყვარეთ საკუთარი სხეული და ყველაფერი კარგად იქნება“.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93