როგორი ვარჯიში და კვება უნდა შეარჩიოთ თქვენი სხეულის ფორმის მიხედვით

როგორი ვარჯიში და კვება უნდა შეარჩიოთ თქვენი სხეულის ფორმის მიხედვით
ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალური დამოუკიდებელია და მას პირადად შერჩეული სწორი კვების რაციონი, ვარჯიში და მოვლა სჭირდება. საერთო დიეტები და საერთო "მოდაში" შემოსული ვარჯიში შესაძლოა თქვენი ორგანიზმისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ფიტნეს ტრენერებისგან საინტერესო რჩევები უნდა გაგიზიაროთ, რომელიც სასურველი შედეგის მიწევაში დაგეხმარებათ და თქვენი ორგანიზმისთვის სწორად შერჩეულ ვარჯიშთან ერთად კვებასაც დაგირეგულირებთ. 

ბრტყელი ფორმები

ბრტყელი, პატარა ფორმების გოგოები ვარჯიშსა და კვების დარეგულირებას საჭიროებენ იმისთვის რომ სხეულზე ფორმების გამოიკვეთონ და სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღონ. ასეთი სხეულის მქონე გოგოებს ცოტა ფორმების
გამოკვეთა ყოველთვის სჭირდებათ მათთვის კი საჭიროა:

1. წონითი ვარჯიშები
2. დატვირთვა კუნთებსა და წელზე
3. მუცლის ცხიმზე მუშაობა

კვების დროს უმჯობესი იქნება მიირთვან მსუყე საუზმე, ნახშირწყლებითა და პროტეინებით სავსე, რომ მასა ორგანიზმში გადანაწილდეს. არ მიიღოთ ტკბილეული, სწრაფად მოსამზადებელი საკვები და არაჯანსაღი პროდუქტები.



განიერი თეძოები

ხშირად განიერი თეძოები მსხალთან ასოცირდება ამიტომ ასე ეძახიან სხეულის ამ ფორმას. მსხლის ფორმის სხეული - განიერი თეძოებითა და წვრილი წელით. ამ ტიპის სხეულისთვის კარგი იქნება დილით ადრე ადგომა და ადრე დაძინება. ასევე აქტიური ვარჯიში, დატვირთული კარდიოთი და სახტუნაოთი.

კვების რაციონში ამოიღეთ კარაქი, შოკოლადი, პასტა, ძმარი, სოუსები და კრემოვანი მასის საკვები. მიირთვით ხილი, ბევრი პროტეინი და მიეძალეთ ბოსტნეულს.

წვრილი წელი და განიერი მხრები

მათ ვისაც განიერი მხრები და წვრილი წელი გაქვთ, შესაფერისი ვარჯიში გჭირდებათ იმისთვის რომ ფორმები უკეთ გამოკვეთოთ და თქვენი პრობლემა მოაგვაროთ. დაიწყეთ ზუმბა, ცეკვა, ჯგუფური ვარჯიში და მსგავსი აქტივობები.

არ მიირთვათ ბევრი ხილი, პური, ალკოჰოლი და შაქარი. რაციონში შემოიტანეთ მწვანე ბოსტნეული, ხორცი და რძის ნაწარმი.



განიერი მხრები და წვრილი ფეხები

ბოლო ტიპის სხეული, რომელსაც ხშირად ვაშლის ფორმას ადარებენ. ამ ტიპის სხეულის ადამიანებმა უნდა იხტუნაოთ დაკავდეთ აერობიკით, ისრიალეთ თხილამურებითა და ციგურებით. იცუროთ და მძიმე წონიან გირებს მოერიდოთ.

მიირთვით ბოსტნეული და ხილი. რაციონიდან ამოიღეთ კარაქი, აკოჰოლი და ცხიმიანი პროდუქტები.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
mari
mitxarit ra gtxovt shedegi rogori aqvs
15:43 / 15-11-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93